ქართველი ინსტრუქტორის რჩევები - როგორ დაიყენოთ სექსუალური უკანალი და გაიმკვრივოთ მკერდი

ქართველი ინსტრუქტორის რჩევები - როგორ დაიყენოთ სექსუალური უკანალი და გაიმკვრივოთ მკერდი

თეორიულად ყველამ იცის, ვარჯიში აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. სინამდვილში ეს ნამდვილად ასეა, ვარჯიში აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევას, ეს აისახება ტვინზე, ადამიანი სხარტად აზროვნებს, უმჯობესდება მეხსიერება, ადვილად პოულობს გამოსავალს სირთულეებიდან, თავში მოსდის კრეატიული იდეები, რაც პროფესიულ წინსვლაში უწყობს ხელს, ეხსნება სტრესი, გვიან უბერდება კანი, ურეგულირდება მადა, ხდება დისციპლინირებული, უწესრიგდება ძილის ციკლი, მენსტრუაცია და სექსუალური ცხოვრება, დაზღვეულია ხერხემლის პრობლემებისგან.

ინსტრუქტორი მიხეილ (მიშა) ანდღულაძე 35 წლისაა და კარგად იცნობს ვარჯიშის საიდუმლოებებს. მას ''ასპრიაში'' მივაკითხეთ და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ასევე სხეულის პრობლემური ზონებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებზე ვესაუბრეთ. სიზარმაცე ვარჯიშის პირველი მტერია. შეიძლება ადამიანი ჭარბწონიანი იყოს, მაგრამ ფორმაში ჩადგომაზე არ ზრუნავდეს, იმიტომ, რომ ეზარება. იმისთვის, რომ სიზარმაცეს მოერიოთ:

1. შექმენით მუსიკალური კრებული

თუ თქვენ არ გყავთ პირადი ინსტრუქტორი, რომელიც თავზე დაგადგებათ და გაიძულებთ 50-ჯერ გააკეთოთ მუცლის პრესი, დაგჭირდებათ კარგი მუსიკით სავსე მობილური ან ''აი-პადი''. მასში ჩაწერეთ აქტიური სიმღერები: როკი, პოპი, ჰიპ-ჰოპი ან ტექნო. ასე ვარჯიში გართობად გადაიქცევა.

2. აიყოლიეთ მეგობარი

მეგობართან ერთად ვარჯიში უფრო სახალისოა, ვიდრე მარტო, ამიტომ აიყოლიეთ რომელიმე მეგობარი და ერთად ივარჯიშეთ. შეგიძლიათ ერთმანეთს შეეჯიბროთ კიდეც. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა.

3. დაისახეთ რეალური მიზნები

იმისთვის, რომ იმედი არ გაგიცრუვდეთ, ვარჯიშის შემდეგ შედეგი უნდა დაინახოთ. შედეგს ყოველ 2-3 თვეში მიიღებთ, მაგრამ ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. შეუძლებელია მოკლე პერიოდში ჰოლივუდის ვარსკვლავის ან მოდელის ფიგურის მიღება.

4. მოტივაცია

ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაშინ ზარმაცობენ, როცა მოტივაცია არ აქვთ. მოტივაცია შეიძლება იყოს სიყვარული, კარიერული წინსვლის სურვილი, თვითშეფასების ამაღლება... დადექით სარკის წინ და გადაიღეთ სურათი საცვლებში, 3-თვიანი ვარჯიშის შემდეგ გაიმეორეთ იგივე და შეადარეთ პირველ ფოტოს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია