სოციალური ქსელის ოინები: ერთი ქორწილი და ერთი დაშორება "ფეისბუქის" გამო

სოციალური ქსელის ოინები: ერთი ქორწილი და ერთი დაშორება "ფეისბუქის" გამო

სოციალური ქსელები დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, და ისევე როგორც რეალურში, ვირტუალურ ცხოვრებაშიც ხდება სხვადასხვა კურიოზი და სახალისო თავგადასავლები - თუმცა ზოგიერთი მათგანი ტრადიციული ”ჰეფი ენდის” გარეშე.

დავიწყოთ ისტორიით, რომელსაც ბედნიერი დასასრული ჰქონდა და რომელზეც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები წერენ. ამერიკელი მამაკაცი "ფეისბუქის" ხარვეზის წყალობით დაქორწინდა: 2009 წელს შელერ ბენსონი საკუთარ ფეისბუქგვერდზე შესვლის ნაცვლად, გაურკვეველი შეცდომის გამო უცნობი გოგონას ექაუნთში მოხვდა.

ბენსონმა ექაუნთის მფლობელს, სელესტი ზენდლერს შეტყობინება დაუტოვა, რომ შემთხვევით მის პროფილში აღმოჩნდა. ამის შემდეგ მათ მიმოწერა გააბეს და ბევრი საერთოც აღმოაჩინეს. წყვილი რეალურ ცხოვრებაში 4 წლის მერე შეხვდა და ყველაფერი ჰოლივუდური კინოფილმების სცენარის მიხედვით განვითარდა - შელერმა სელესტის ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

მეორე რომანტიული ისტორია კი გრანდიოზული კონფუზით დასრულდა. ბრიტანელმა პიპა მაკკინიმ, რომელიც ასევე მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, "ფეისბუქზე" იდუმალ უცნობზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც ღამის კლუბში გაიცნო.

2 დღის წინ 22 წლის პიპამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა:

"ამ ბიჭს ღამის კლუბში შევხვდი, ტელეფონის ნომერი არასწორად ჩამიწერია, მხოლოდ სახელი ვიცი, მეტი ქვია. არადა მას შეეძლო მთელი ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული გამხდარიყო. ის ძალიან ლამაზია და შესანიშნავად კოცნაობს".

გოგონამ ”მშვენიერი პრინცის” ფოტოებიც გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მის პოვნაში დახმარება სთხოვა. გოგონას სულისკვეთებამ 22 ათასამდე ლაიქი და 24 ათასი გაზიარება შეაგროვა.

პიპა არ ელოდა, რომ მისი პოსტი ასე ”შეაზანზარებდა ფეისბუქს”, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი წინ ელოდა: ”ოცნების მამაკაცის” ნაცვლად მისი შეყვარებული გამოეცხადა, რომელიც ამ ამბით ცხადია, აღფრთოვანებული არ დარჩა და საბედისწერო ღამის თავგადასავალის დეტალები მოითხოვა, რის შემდეგაც მეტს დაშორდა.

მეტმა კი თავის მართლება სცადა:

"ამ ბოროტმა ხუმრობამ უკვე შორს შეტოპა. არ მინდოდა რაიმე მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, დრო დადგა სიმართლე გავაჟღერო: პიპა უბრალოდ პოპულარობის მაძიებელი, მატყუარა და უცნაური გოგონაა. ეს ყველაფერი განგებ არის მოწყობილი!".

პიპას რეაქციამაც არ დააყოვნა, მან არშემდგარ ბოიფრენდს შერეკილი უწოდა და ადგილობრივ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირცხვილით გარეთ თავს ვერ ყოფს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია