ზუსტად 23:00 საათზე! - #მევარ16 და ვგულშემატკივრობ "ბორჯღალოსნებს"

ზუსტად 23:00 საათზე! - #მევარ16 და ვგულშემატკივრობ "ბორჯღალოსნებს"

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ექსეტერში, "სენდი პარკზე" მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ვისაც რაგბის შესახებ სულ ცოტა რამ მაინც სმენია. ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნახავს ოვალური ბურთი, ისიც ეცოდინება რა არის რაგბი და ვინ არიან "ბორჯღალოსნები". მე ერთერთი მათგანი ვარ.

"#მევარ16" და ვიცი, ვინ არიან ისინი და რა შეუძლიათ. ეს ის "ბორღალოსნები" არიან, ვისი წაგებაც გამარჯვებაა და ეს რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს.

ახალ ზელანდიასთან შეხვედრა ბევრი მორაგბის ოცნებაა. ეს შეხვედრა კი ქართველებთან შედგა. შანსი მიეცათ და გამოიყენეს კიდეც. "ბორჯღალოსნებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლეს "შავებთან" ეთამაშათ ისე, რომ მეორე დღეს მსოფლიო აალაპარაკეს.

ეს არის გუნდი, რომლის ყველა მატჩს ყველა ქართულმა ოჯახმა უნდა უყუროს. ეს ის თამაშია, როცა მძინარე შვილები უნდა გააღვიძოთ და თანამედროვე "გლადიატორების " ბრძოლას აყურებინოთ.

ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან ვიყავით პირველები ლელოში! გავიმარჯვეთ, რადგან დაისვა საკითხი ექვსი ერის რეფორმირებაზე და მასში მეშვიდე გუნდის დამატებაზე. ეს მეშვიდე კი ქართული გუნდი იქნება.

დარწმუნებული ვარ დღეს "ბორჯღალოსნები" გამარჯვების ლელოს რამდენჯერმე დადებენ. მატჩის დასასრულს კი რაგბის სამყაროში ერთერთი ყველაზე მკაცრი კაცი, აისბერგის დამადნობელი ღიმილით შეხვდება კომენტატორის კომენტარს.

დღეს გამარჯვების შანსი გვაქვს. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა: დღეს ჩვენ განვიცდით სიმპატიკური ნერვული სისტემის ჰიპერტონუსს.

ნანა ჩხაიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია