უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლესელიძის, კოტე აბხაზის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, ტაშკენტის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ქობულაძის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბოვსკის, სანერგის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია