თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა

თბილისში შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა

აფრიკის დასახლებაში, "ველის სასაფლაოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა. ამის შესახებ BPN- ს შპს "ჰერმესის" დირექტორმა, მიხეილ ძაგანიამ განუცხადა.

"ცხოველების გვამების გაუვნებლობა აქამდე ე.წ. "ბეიკერის" ორმოში ხდებოდა. მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაძინებას ახდენს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სასამხური. 35 000 რეგისტირებული ძაღლია ოფიციალურად ქალაქში, რომლებსაც ჰყავთ პატრონები და მათი მოთხოვნაა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის არსებობდეს ინდივიდუალური სასაფლაო",-აღნიშნა ძაგანიამ.

მისივე თქმით, "ველის სასაფლაოზე"გამოიყოფა სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების ინდივიდუალური დამარხვის შესაძლებლობა მიეცემა. მათივე სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდომაზე გავიტანთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია