"რედისონთან" მომხდარი სროლის შესახებ პირველი დეტალები ვრცელდება

"რედისონთან" მომხდარი სროლის შესახებ პირველი დეტალები ვრცელდება

თბილისში, თაბუკაშვილი ქუჩის 49-ში, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად "პორშეს" მარკის ავტომანქანაა დაცხრილული (იხილეთ ვიდეო)

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის ავტომანქანას, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიები აქვს მოხვედრილი, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული და მედიას მასთან მიახლოების და გადაღების საშუალება არ აქვს.

თაბუკაშვილის ქუჩიდან "რედისონის" მიმართულებით სამანქანო მოძრაობა გადაკეტილია. ასევე მოძრაობა გადაიკეტა ლესელიძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კვლავ გდია იარაღი და რამდენიმე ვაზნა. რამდენიმე წუთის წინ სამათალდამცველებმა საკუთარ ავტომობილში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი.

ადგილობრივი მოსახლეობა მედიას გადაღების და მუშაობის საშუალებას არ აძლევს და ტერიტორიის დატოვებისკენ მუქარით მოუწოდებს.

სამართალდამცველების მიერ სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა გადაღობილი ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის "რედისონის" სამორინეს ნაწილი.

სროლა "რედისონთან": ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიის მასრები აგდია

"რედისონთან" მომხდარი ინციდენტის ერთი მონაწილე დააკავეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია