უკანონო იარაღი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოდის?

უკანონო იარაღი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოდის?

საქართველოში დანაშაულის დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება. საინტერესოა, სად შოულობენ ჩვენი თანამოქალაქეები იარაღს და რამდენად ხელმისაწვდომია ის. ფაქტია, იარაღის უკანონო ბრუნვის არხების გადაკეტვა ვერ ხერხდება.

სპეციალისტების თქმით, დღეს საქართველოში იარაღის შავი ბაზარი აღარ არის, მაგრამ მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღია ჯერ კიდევ ომის პერიოდიდან. ზაზა ჭაია წლების მანძილზე თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო და კარგად იცის, რა გზებით გროვდება მოსახლეობაში უკანონო იარაღი:

- მოსახლეობაში ბევრი იარაღია. როცა ქალაქის კრიმინალური პოლიიცის უფროსი ვიყავი, გადავწყვიტეთ, უკანონო იარაღი ამოგვეღო. ეს საქმე სპონტანურად არ კეთდება. ამას სჭირდება ოპერატიული ინფორმაცია, მისი დამუშავება, პროკურატურასთან ერთად საქმის აღძვრა და მუშა­ობა იმისთვის, რომ ამოიღო იარაღი. იყო შემთხვევები, როცა პირები ვიღაცის დასაჭრელად ან შურისსაძიებლად მიდიოდნენ და ჩვენ მათ ფაქტზე ვიჭერდით, ვაპატიმრებდით მანამ, სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ. ერთხელ ჩასაფრებული პირებიც დავაკავეთ. მსხვერპლს ელოდებოდნენ მოსაკლავად. ყოველ წელს მხოლოდ თბილისში 300-ზე მეტ უკანონო ცეცხლსასროლ იარაღს ვიღებდით, არაფერს ვამბობ ტყვიებზე, მჭიდებსა და სანადირო თოფებზე.

იარაღი ქვეყანაში 90-იანი წლებიდან არის დალექილი, მას დაემატა სამოქალაქო ომის, აფხაზეთის ომის, მოგვიანებით 2008 წლის ომის დროს შემოსული იარაღი. მთელი შიდა ქართლი დაკავებული ჰქონდათ ოკუპანტებს და შემოდიოდა და შემოდიოდა უკანონო იარაღი. ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს გაკონტროლება უნდა, რადგან უკონტროლო ტერიტორია იარაღის, ნარკოტიკისა და კონტრაბანდის ბუდეა. დღეს ყოველი მესამე ახალგაზრდა ქუჩაში იარაღით დადის. ძირითადად, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები.

დანაშაულების უმრავლესობა უკანონო იარაღით ხდება. რეგისტრაციის წესების გამკაცრებამ ნაყოფი ამიტომაც ვერ გამოიღო. ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით რამდენი ადამიანი მოკლეს, ხომ იცით? წარმოგიდგენიათ, რამდენი იარაღი ტრიალებს ქალაქში? თუ ეს დანაშაულები­ არ გაიხსნა, ამას მოჰყვება ახალი დანაშაულები, დაზარალებულთა მხრიდან შურისძიების მოტივით... დღეს იარაღის შავი ბაზარი არ არის, თუმცა სპეცსამსახურების ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი იარა­ღი შემოვიდეს ქვეყანაში, თუნდაც შიდა დესტაბილიზაციისთვის. რუსი სამხედროებიც ყიდიან იარაღს. რუსეთის არმიაში კორუფცია ყვავის, ყველა რუსული ნაწილი ყიდის იარაღს. გნებავთ, ეს ჩათვალეთ შავ ბაზრად, ფაქტია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისუფლად შემოდის იარაღი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია