რომელ უბნებს შეუწყდება ხვალ გაზმომარაგება თბილისში

რომელ უბნებს შეუწყდება ხვალ გაზმომარაგება თბილისში

თბილისის რამდენიმე ქუჩას 9 ოქტომბერს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, სანზონაში გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება გურამიშვილის გამზირის 30-1, 30-2, 34, ერწოს ქუჩის 3, 3ა, 4, 6, 4-1, 4-2, 4-3, 4-4, ხევისუბნის ქუჩის 12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ხევისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს. (800-მდე აბონენტი).

სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების 1 კვარტლის მე-14 კორპუსთან მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #67-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ლილოს დასახლების I კვარტალში 1, 2ბ, 3, 11, 12, 13, 14, საცხოვრებელი კორპუსებისა და ლილოში – მეფრინველეობის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს. (900 აბონენტი)

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია