უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფირდოუსის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და მუკუზნის შესახვევის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის და ივერიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვედა მელითონეთა დასახლების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მასივის "დ" ქუჩის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია