მიმართვა კახი კალაძეს - "პირველად ვარღვევ პირობას"

მიმართვა კახი კალაძეს - "პირველად ვარღვევ პირობას"

გია ჯაჯანიძის შოუმ "სხვა რაკურსი", სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს და მოზარდებს უმასპინძლა, რომლებიც წმინდა ანდრიას ფონდის დახმარებით მკურნალობენ. სტუდიაში შემოიტანეს ხელნაკეთი ბეჭდები, რომელიც სპეციალურად ამ ბავშვებისთვის დამზადდა.

როგორც გადაცემიდან გაირკვა, აღნიშნულ ბეჭედში ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ 2 ათასი ლარი გადაიხადა, რომელიც ისევ ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება და პატარებს მოხმარდება.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ კალაძემ საკუთარი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება სთხოვა. თუმცა გია ჯაჯანიძემ მინისტრს მადლობა საჯაროდ გადაუხადა და სხვა მინისტრებს მსგავს ქველმოქმედებაში ჩართვისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია