ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა - ბოლო ორი წლის საგანგაშო სტატისტიკა არასრულწლოვანი დამნაშავეების შესახებ

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა - ბოლო ორი წლის საგანგაშო სტატისტიკა არასრულწლოვანი დამნაშავეების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013-2015 წლებში, იანვარ-ივნისის პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 697 არასრულწლოვანი პირის მიმიმართ დაიწყო, მათგან უმეტესობა 16-18 წლამდე ასაკისაა, უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია.

ბოლო სამი წლის დანაშაულების სტატისტიკა, რომლებიც არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს, ასე გამოიყურება:

2013 წლის იანვარ-ივნისში გამოვლენილი დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც ყველაზე მეტი არასრულწლოვანი (14 – 18 წლამდე) ფიქსირდება არის: ქურდობა (202 პირი), ქურდობის მცდელობა (27 პირი), ძარცვა (13 პირი), ცივი იარაღის ტარება (18 პირი) და ყაჩაღობა (15 პირი).

2014 წლის იანვარ-ივნისში გამოვლენილი დანაშაულები, არასრულწლოვანების მონაწილეობით - ქურდობა (197 პირი), ქურდობის მცდელობა (36 პირი), ძარცვა (21 პირი), ცივი იარაღის ტარება (2 პირი) და ყაჩაღობა (11 პირი).

ხოლო 2015 წლის იანვარ-ივნისში გამოვლენილი დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც ყველაზე მეტი არასრულწლოვანია, არის ქურდობა (99 პირი), ქურდობის მცდელობა (21 პირი), ძარცვა (20 პირი), ყაჩაღობა (12 პირი) და თაღლითობა (9 პირი).

რეგიონალური განაწილების მიხედვით 2013-2015 წლების იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი არასრულწლოვანის მიმიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თბილისში დაიწყო, მას მოჰყვება იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აჭარა, ქვემო ქართლი და კახეთი.

რაც შეეხება ამ პერიოდში დაზარალებული არასრულწლოვანების რაოდენობას, კვლევების მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ივნისში დაზარალებულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 114 შეადგინა, მათგან 65 პირი ვაჟია, 49 - გოგონა.

2014 წლის იანვარ-ივნისში დაზარალებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა შეადგენს 150 პირს. მათგან 98 პირი ვაჟია, 52 - გოგონა. ხოლო 2015 წლის იანვარ-ივნისში დაზარალებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა შეადგენს 118 პირს. მათგან 63 პირი ვაჟია, 55 - გოგონა.

თაკო ესებუა

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია