რატომ არ ვითარდება საქართველოში სამედიცინო ტურიზმი?

რატომ არ ვითარდება საქართველოში სამედიცინო ტურიზმი?

"საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება რეალურია. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჯანდაცვის სფეროში ისეთი მენეჯმენტი მოვა, რომელიც მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო ტურიზმის განვითარება, რომელიც ჯანდაცვის სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია. სამედიცინო ტურიზმი ბევრი ქვეყნისთვის ახალი აღარ არის. ამ მიმართულებით ჩვენი მეზობელი თურქეთი ნომერ პირველია. ასევე, აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, მაშინ ძალიან მალე აზერბაიჯანელი პაციენტები საქართველოში სამკურნალოდ აღარ ჩამოვლენ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და არამარტო პაციენტების, არამედ სამედიცინო პერსონალის გადინებაც შეიძლება მოხდეს. ეს რეალურია," - ამბობს ბპნ.გე-თან საუბარში სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი, პირველი სამედიცინო ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი პაატა რატიანი.

მისი თქმით, ყოველწლიურად მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა იზრდება. სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა - შეიძლება ითქვას, რომ ეს სამედიცინო ტურიზმის ამოსავალი წერტილია. ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალშისაცემი გერმანიისა და მეზობელი ქვეყნის, თურქეთის მაგალითია, სადაც სამედიცინო ტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული.

პაატა რატიანი: 2007 წლის ბოლოს სამედიცინო ტურისტული კომპანია დავაფუძნე. ჩვენი კომპანია საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველებს უფასო კონსულტაციას უწევს და უცხოელ პროფესორებთან, კლინიკებთან აკავშირებს. კომპანიის შექმნამდე ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვმუშაობდი. სწორედ იქ გაჩნდა ეს იდეა. 2006-2007 წლებში, როცა ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, უცხოურ კლინიკებთან მიმართვის საჭიროება ნელ-ნელა დადგა. თუმცა, იმ დროისთვის ეს ერთეული შემთხვევები იყო. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს მზარდი ტენდენცია იყო და მომავალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამიტომ, ჩამოვაყალიბე სამედიცინო ტურიზმის კომპანია. ზოგადად, ეს სფერო სინთეზური ბიზნესინდუსტრია არის, როცა გლობალიზაციის პროცესში სხვადასხვა სფეროები იკვეთება და მათი თანხვედრა ხდება. სამედიცინო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი მზარდი ბიზნესინდუსტრიაა.

სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ფასი, ხელმისაწვდომობა, მეთოდიკა. შესაბამისად, რომელიმე ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის არის. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველთვის მოიძებნება რაღაც მკურნალობა, რომელიც იქ არ არის, სადაც ვიმყოფებით და სხვაგან უფრო ხარისხიანია, თანაც შედარებით იაფი. მაგალითად, გერმანიაში, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება დაზღვევის ამ პაკეტში არ შედის და კონკრეტული მომსახურება იქაური მოქალაქისთვის ძვირია. ასეთ შემთხვევაში გერმანელები პოლონეთში, ჩეხეთში მიდიან, სადაც ანალოგიური სამედიცინო მომსახურება გაცილებით იაფია. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში სამედიცინო ტურიზმი იმიტომ არ ვითარდება, რომ იქაურ სამედიცინო დაწესებულებებთან მუდმივად რიგები დგას. საქართველოში კი ამის ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხია.

- ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ძირითადად რომელ ქვეყნებში მიემგზავრებიან?

- ამ ეტაპზე სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით თურქეთი პირველია, სადაც პაციენტების უმრავლესობა მიდის. თუმცა, ეს ბაზარი სწრაფად ცვალებადია, ხვალ რა იქნება, არ ვიცით. როცა ამ საქმეს ვიწყებდით, მაშინ თურქეთი ამ ჩამონათვალში საერთოდ არ იყო. იმ მომენტში ისრაელი ლიდერობდა. თუმცა, ისრაელმა პოზიციები უკვე დაკარგა. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე გლობალური ფაქტორები მკვეთრად მოქმედებს. როგორც ყოველთვის, გერმანია სტაბილურად მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა. საგულისხმოა, რომ თურქეთი უცხოელ პაციენტებს ეკონომპაკეტებს სთავაზობს. ამიტომ, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პაციენტებში გერმანია უფრო მოთხოვნადი გახდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია