ბესო ხარძიანის ვაჟი მამამისის მეორე ცოლს უჩივის

ბესო ხარძიანის ვაჟი მამამისის მეორე ცოლს უჩივის

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი გარდაცვლილი ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ხარძიანმა განაცხადა, ბესო ხარძიანის გარდაცვალების შემდეგ ეკა ნონიკაშვილმა მეუღლესთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება უკანონოდ გაასხვისა. კერძოდ, მიხეილ ხარძიანის განცხადებით, არ მომხდარა სამკვიდრო გადანაწილება და ნონიკაშვილმა ჩაიდინა თაღლითობა. კერძოდ, მიხეილ ხარძიანის თქმით, უძრავი ქონება, რომელიც ნონიკაშვილმა გაასხვისა 3 მილიონის ღირებულების არის, თუმცა მან მის მეგობრებზე გაცილებით ნაკლებად გაყიდა სახლები და საოფისე ფართი, ასევე მიწები. მიხეილ ხარძიანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი არის წავკისში სამსართულიანი სახლი 1 300 კვ.მეტრი მიწის ფართობით, რომლის ღირებულება მილიონს შეადგენს და ნონიკაშვილმა იგი 5 000 ლარად გაასხვისა. უძრავი ქონება გარდაცვლილის ვაჟის თქმით, გასხვისებულია ნონიკაშვილის უახლოეს მეგობარზე ნაირა ნებიერიძეზე და მის ქალიშვილზე მაია გოგლიძეზე.

"მანამ სანამ არ მოხდებოდა სამკვიდროს გადანაწილება, კერძოდ, ეს ქონება უნდა გადანაწილებულიყო ჩემზე, ჩემს დაზე და ბებიაჩემზე, ეკა ნონიკაშვილმა საკუთარი ნებით ან ვინმეს რჩევით ქონება გააჩუქა და გაყიდა. ეს არის უკანონო გასხვისება, მას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან სამკვიდროს მიღების საშუალება შეგვიზღუდა მე, ჩემს დას და ბებიაჩემს", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.

მისი ადვოკატის, კობა კობახიძის განცხადებით, დღეს პროკურატურაში შეიტანს განცხადებას, სადაც ნონიკაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაზე გამოძიებას მოითხოვს. ადვოკატის განმარტებით განცხადებაში მითითებულია, რომ დანაშაული ჩაიდინა როგორც ნონიკაშვილმა, ასევე სხვა პირებმაც, რომლებიც მისი თანამზრახველები არიან. ადვოკატი საგამოძოებო უწყებას მიმართავს მოთხოვნით, რომ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პროკურატურა იქნება მიკერძოებული.

როგორც მიხეილ ხარძიანმა განმარტა, მას ამ დრომდე არ აქვს უფლება ბესო ხარძიანის გარდაცვალების შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაცია მიიღოს, რადგან საგამოძიებო უწყებამ უფლებამონაცვლეზე წილისყრა არ ჩაატარა და ამ დრომდე გამოძიება ინფორმაციას მხოლოდ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს აწვდის.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან მოკლეს. მისი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია