12 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის, "ტელეიმედის", "კომედი ტვ"-ის, "GDS TV"-ს, "ტაბულას" მაუწყებლობა შესაძლოა შეფერხდეს

12 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის, "ტელეიმედის", "კომედი ტვ"-ის, "GDS TV"-ს, "ტაბულას" მაუწყებლობა შესაძლოა შეფერხდეს

12 ოქტომბერს ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, "ტელეიმედის", "კომედი ტვ"-ის, "GDS TV"-ს, "ტაბულას" პროგრამების მიღების შეფერხების შემთხვევაში სეთ ტოპ ბოქსის გადატვირთვა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა, ხატია ყურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დასრულდა ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, რამაც წარმატებით ჩაიარა. მისივე თქმით, პარალელური მაუწყებლობის დროს შპს "ტელერადიოცენტრი" დროებით, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებისა ავრცელებდა ორ ეროვნულ ტელემაუწყებელს (რუსთავი 2-სა და ტელეიმედს) და იმ ადგილობრივ ტელეკომპანიებს (GDS TV, კომედი ტვ და ტაბულა), რომლებმაც უარი თქვეს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე.

როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიები დღეს საზოგადოებისთვის ღია ეთერით ხელმისაწვდომია როგორც შპს "ტელერადიო ცენტრის" ციფრულ სამაუწყებლო ქსელში, ასევე კერძო მულტიპლექს ოპერატორის შპს "სტერეო პლიუსის" ქსელშიც.

"12 ოქტომბერს, 10:00 საათზე, შპს "ტელერადიო ცენტრით" მულტიპლექს პლატფორმიდან გამოირთვება "რუსთავი 2", "ტელეიმედი", "კომედი ტვ", "GDS TV" და "ტაბულას" სიგნალი. აღნიშნული ტელეკომპანიების ღია ეთერით ციფრული სამაუწყებლო ქსელით გავრცელებას უზრუნველყოფს შპს" სტერეო პლიუსის" ქსელი. იმ შემთხვევაში თუ 12 ოქტომბრის 10:00 საათის შემდეგ აღნიშნული ტელეკომპანიების პროგრამების მიღება მოხდება შეფერხებით, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს პროგრამების ჩამონათვალი. თუ ვერ მოიძებნა აღნიშნული არხები, უნდა მოხდეს ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობის სეთ თოპ ბოქსის ხელმეორედ ავტომატური ძებნის რეჟიმზე გაშვება. თუ აღნიშნული მანიპულაციის შემდეგაც ვერ მოხერხდა ხსენებული არხების ხელმეორედ დაჭერა, სატელეფონი კონსულტაციისთვის მიმართეთ შპს "სტერეო პლუსის" ცხელ ხაზს ნომერზე: 2 05-12-12", - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი შეფერხებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მაინც შეფერხებას ექნება ადგილი, საზოგადოებას უნდა მოახდინოს პირველ რიგში სეთ ტოპ ბოქსის გადატვირთვა, ასევე თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო დარეკოს ცხელ ხაზზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია