ვის მიიჩნევს ყველაზე მიმზიდველად ambebi.ge-ს რიგითი მკითხველი და რა განსაზღვრავს ცნობილების სექსუალურ რეიტინგებში მოხვედრას

ვის მიიჩნევს ყველაზე მიმზიდველად ambebi.ge-ს რიგითი მკითხველი და რა განსაზღვრავს ცნობილების სექსუალურ რეიტინგებში მოხვედრას

გარეგნული მომხიბვლელობის შეფასების, განსაზღვრისა და აღქმის კომპონენტებად ყოველთვის სახის ნაკვთები, სხეული, თმის ხარისხი, ახალგაზრდობა მიიჩნეოდა.

დაბალი თუ მაღალი ქალები, დიდი ტუჩები თუ მკერდი, სიმეტრიული და პროპორციული სახის ნაკვთები, გულმკერდისა და წელის სტანდარტული შემოწერილობა, მამაკაცური სხეული, განიერი მხრები, კუნთები, კანის ფერი - კონკრეტულად რა განსაზღვრავს ცნობილი ადამიანების სექსუალურ რეიტინგებში მოხვედრას? ზოგადად, არის თუ არა გარეგნული მომხიბვლელობა უნივერსალური? ვის მიიჩნევენ მომხიბვლელად და სექსუალურად, რატომ დგება სექსუალური ქალებისა და მამაკაცების რეიტინგები, დავობენ თუ არა საერთოდ გემოვნებაზე და ბოლოს და ბოლოს, ვინ არის სექსუალური. "ამბები.გე" ამ თემაზე ადამიანების გარკვეულ ჯგუფს გაესაუბრა.

კოკა, 30 წლის:

- გააჩნია, რამდენად კვალიფიციურად არის ესა თუ ის ტოპ-ათეული თუ ოცეული შედგენილი. თუ მასში ადამიანების დიდი რაოდენობა მონაწილეობს და მას სერიოზული ჟურნალი აკეთებს, მაშინ ამ ყველაფერს აზრი აქვს. სხვა შემთხვევაში, ალბათ - არა. უბრალოდ, არ ვენდობი და უაზრობაა.

ზოგადად, სექსუალური ქალი აუცილებლად უნდა იყოს მიმზიდეველი, შარმიანი და ცოტა ჭკუაც უნდა ჰქონდეს, რადგანაც ხშირად ჭკუაც კი, ადამიანს სექსუალურს ხდის. რა თქმა უნდა, ქალსაც და მამაკაცსაც შინაგანი მომხიბვლელობა უნდა ჰქონდეს.

- შორნა ბეგაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი ასეთ ჩამონათვალში, რომელსაც თქვენ არასერიოზულად მიიჩნევთ, ხშირად ხვდებიან...

- ჩემთვის ნუკი კოშკელიშვილი სექსუალური ქალი არ არის, შორენა ბეგაშვილი კი არის, ასევე თამუნა ვაშალომიძეც სექსუალურია, ბოლო დროს გამოჩენილი სკანდალური მოდელი. მას სხეულის ყველა საჭირო მონაცემი აქვს, მაგრამ აქ კიდევ ერთ საკითხზეც უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთისგან უნდა გავასხვავოთ, ვულგარული და სექსუალური, ეს ხშირად ეშლებათ და ამ ორ რამეს აიგივებენ.

ბექა, 24 წლის:

- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ტოპ ჯგუფების შედგენას ვეწინააღმდეგები, თან, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. ასეთი გამოკითხვები ვფიქრობ, რომ ხალხს სჭირდება, აინტერსებს, სახალისოა.

სექსუალური ქალის განსაზღვრაც ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის დღეს ცნობილი ქალბატონები სექსუალურები არიან, მაგრამ ჩემთვის სექსუალური, ყველანაირად შემკული, ქარიზმატული და ლამაზი მოდელი ანა ახვლედიანია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მის დანახვაზე 5 წუთი იმის გარკვევაში დაგჭირდებათ, ქართველია თუ არა, იმდენად ლამაზია. თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება ის არც იყოს სექსუალური.

მაგრამ ნუკი კოშკელიშვილს და შორენა ბეგაშვილს სექსუალურებად ვერ ვაღიარებ. თან, ნუკი ცხოვრებაში ბევრად უკეთესია, ვიდრე ეკრანზე. მომწონს კიდევ ქრისტინე იმედაძეც.

ნათია, 26 წლის:

- როდესაც სოციალურ ქსელში მსგავს რეიტინგებს წავაწყდები ხოლმე, უნდა ვთქვა, რომ საეროდ არ ვკითხულობ, არც მაინტერესებს. ამ ყველაფერს საიტები მკითხველის მისაზიდად აკეთებენ და დიდად არც აინტერესებთ, ვინ სექსუალურია და ვინ - არა. მოკლედ, ამა თუ იმ სტატიის უკან დგას რედაქცია, რომელიც ამ ყველაფერს ხშირად იგონებს და რიგს თავის შეხედულებით ალაგებს, რომელიც საერთოდ შეიძლება არ დაემთხვეს არც ჩემს მოსაზრებას და არც სხვისას. გამოდის, რომ ისინი თავს ახვევენ საკუთარ შეხედულებას სხვას, საზოგადოებას. ამიტომ ასეთი დაყოფა არასერიოზულია.

სექსუალური მამაკაცი ჩემთვის ის არის, რომელსაც საეროდ არ აქვს კუნთები, დიდი ტუჩები, მაგრამ თვალები რაღაც ქარიზმას ასხივებს და მივყავარ იმ აზრამდე, რომ სექსუალურია. მაგრამ ეს ჩემი აზრია და შესაძლოა, მას სამყარო არც დაეთანხმოს. ასე რომ, სიტყვაზე, კახა კალაძესა და გიორგი ვარდოსანიძეს სექსუალურ მამკაცებად ვერ დავასახელებ. განსაკუთრებით, ვარდოსანიძეს, საერთოდ არ არის სექსუალური, ანუ არც მიმზიდველია და არც - ქარიზმატული. ვიმეორებ, დაბერილი კუნთები არაფერს ნიშნავს. ჩემთვის თვალებია მთავარი... ისე, დავით ქაცარავას კი უპირობოდ დავასახელებდი სექსუალურ მამაკაცად.

ჯიმი, 18 წლის:

- არც ბეგაშვილი და არც დანარჩენი ქალბატონები, ვისაც ასახელებენ ხოლმე, ჩემთვის სექსუალური არ არის. სექსუალურობა ადამიანს ბუნებრივად აქვს, ეს მისი შინაგანია, ხოლო ვისაც სექსუალურებად "გვასაღებენ", ეს იმიჯი მათ ხელოვნურად აქვთ შექმნილი. ამიტომ ჩემს თვალში ისინი სექსუალურები ნამდვილად არ არიან.

დათო, 36 წლის:

- ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ადამიანს ამა თუ იმ რეიტინგულ ჯგუფში აერთიანებენ. რაღაცის ათვლას კონკრეტული წერტილიდან იწყებენ, რადგანაც ის არ წარმოადგენს ათვლის სათავეს იმიტომ, რომ საქართველო ისე არ დაცემულა, რომ მხოლოდ 10 ადამიანი გამოვარჩიოთ და თან, ის კონტიგენტი, ვინც ადამიანების უმეტესობისთვის მიუღებელია (გინდა ქალი იყოს და გინდა - მამაკაცი). ადამიანს მისი თვისებებით აღვიქვამ, შეიძლება სუფრასთან ვიღაც დაგიჯდეს, თავიდან ყურადღება არც მიაქციო, მაგრამ ხმას ამოიღებს თუ არა, სექსუალურიც აღმოჩნდეს და სიმპათიურიც. ამიტომ ვიღაცების გარეგნული აღქმისას გაკეთებული შეფასებები ინტელექტის ნაკლებობის და დეგრადაციის ბრალია.

რადგან ტელევიზიებში რამდენიმე ადამიანი ტრიალებს, (რითაც საზოგადოების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება ხდება) ამიტომ არ შეიძლება მათი გაკულტება. სინამდვილეში, ისეთები არიან, რომ ეთერშიც არ უნდა გამოაჩინო.

ლევანი, 25 წლის:

- ჩემთვის სექსუალური ქალი ლამაზს ნიშნავს, ყველაფერი ლამაზი უნდა ჰქონდეს, თავი, ფეხი, ხელი, გამხდარი უნდა იყოს და მაღალი. მსუქანი ქალი ჩემთვის სექსუალური ვერასდროს იქნება.

- თანამედროვე ქართველი ქალბატონებიდან ვის მიიჩნევ სექსუალურად?

- ეგენი არ ვიცი და ქუჩაში ბევრად სექსუალური და ლამაზი გოგოები მინახავს, ვიდრე ჩვენს ტელეეკრანებზე. განსაკუთრებულად არც ერთს არ ვაღიარებ.

თეა, 23 წლის:

- ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქუჩაში ბევრად სექსუალური მამაკაცები დადიან, ვიდრე ცნობილი მამაკაცებიდან ასახელებენ. საერთოდ კი, ადამიანების ასე დაყოფა სწორი არ არის. ჩემი აზრით, ასეთ ტოპ-ჯგუფებში უფრო სიმპათიური მამაკაცები ხვდებიან, ვიდრე სექსუალურები, რადგანაც ადამიანები სექსუალურს სიმპათიურისგან ვერ ასხვავებენ. თან, მამაკაცი და სექსუალური ცოტა შორს არის ერთმანეთთან, კაცი უნდა იყოს სიმპათიური, სექსუალური უფრო ქალს შეჰფერის, ისიც, თუ თავის ღირსებას გამოაჩენს, იმ შემთხვევაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია