გულშემატკივრის ბოდიში "ბორჯღალოსნებს"

გულშემატკივრის ბოდიში "ბორჯღალოსნებს"

ბოდიში (არ ვიცი სხვა რა სიტყვით უნდა დავიწყო სათქმელი), გუშინ ძალიან ცუდად მოვიქეცი, აეროპორტში ვერ მოვედი, რომ თქვენთვის მადლობა მეთქვა. არადა თქვენ ჩემთვის თავი დადეთ, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ყველაფერს აკეთებდით რომ ტელევიზრთან მჯდომს გამხარებოდა. გულწრფელად ვიხდი ამ ბოდიშს, ვიცი თქვენ მაპატიებთ რადგან მართალ ადამიანებს პატიება არ გაგიჭირდებათ. მე ვიზარმაცე და არ წაოვედი,მაგრამ ბევრი იყო ვისაც წამოსვლის სურვილი ჰქონდა, თუმცა ფინანსები უქონლობის გამო ვერ მოვიდა თქვენ დასახვედრად (აეროპორტში ტაქსით წასვლა-წამოსვლა 10 ლარიც რომ სსჭირდებოდეს, ხო იცით ზოგს ესეც უჭირს), არადა არცთუ ისე დიდი ხნის წინ ხელისუფლება ნაირგვარ ავტობუსებს გვთავაზობდა ხოლმე ამა თუ იმ წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასასწრებად. მგონი არაფერი დაშავდებოდა, თუ თბილისის მერია გამოყოფდა ტრანსპორტს ამას არც დიდი ხარჯი დასჭირდებოდა და იმ დანახარჯსაც არავინ გამოეკიდებოდა, სამაგიეროდ ბევრი გულშემატკივარი გაიხარებდა გმირების ნახვით და გმირებიც ბედნიერი იქნებოდნენ, როდესაც ამდენ მოსიყვარულე ადამიანს ნახავდნენ. ავტობუსი, ავტობუსად, მაგრამ საკუთარი მანქანით მაინც რომ წასულიყვნენ მაღალჩინოსნები ბიჭების დასახვედრად ურიგო არ იქნებოდა. მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მხოლოდ სპორტის სამინისტროს საკუთრება არაა, ის მთელ საქართველოს ეკუთვნის. ბიჭები მოედნიდან ყველასთვის თანაბრად იბრძვიან, მათი პოლიტიკა და რელიგია ოვალური ბურთია და ამ საქმეში პრეზიდენტებიც არიან და ღმერთებიც. სწორედ ამიტომ უყვარს ყველას ეს კაცები, რომელთა წინაშეც გუშინ შევრცხვით. ეჰ, არადა არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრებს იმდენი ხალხი დახვდა აეროპორტში სტუმრებს თავი საკუთარ სახლში ეგონათ. ამ წერილით არავის არ ვამუნათებ და მით უფრო არ ვლანძღავ, თუ რამეს ცუდს დავწერ ის ცუდი პირველ რიგში მე მეკუთვნის, რადგან მართალია გერმანელებს არ დავხედრივარ, მაგრამ არც "ბორჯღალოსნებს" დავხდი, ხალხს ვინც 1 თვის მანძილზე მილიონი სიხარული და ემოცია მომანიჭა.  კარგია როდესაც მაღალჩინოსანი უშუალოდ თამაშს ესწრება, მაგრამ ძილი რომ გაეტეხათ და ბიჭებს აეროპორტში დახვედროდნენ, მგონი მინიმუმ პიარისთვის მაინც გამოიყენებდნენ.

სირცხვილის გამოსწორება 6 თებერვალს შეგვიძლია, ამ დღეს ჩვენი ბიჭების მეტოქე გერმანიის მორაგბეთა ძალიან სუსტი გუნდი იქნება. სავსე სტადიონი მადლობის ყველაზე სწორი ფორმა იქნება, თანაც ეს ბიჭები ამას იმსახურებენ. ეს ხალხი არაა იმის ღირსი, რომ საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ რუსეთთან შეხვედრის დროს ითამაშონ სავსე სტადიონის წინაშე.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ამ ბიჭებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ მელოდნენ, ელოდნენ არა ლადო გოგოლაძეს (რომლის არსებობაც დიდი ალბათობით არც იციან ან რატომ უნდა იცოდნენ?!), არამედ გულშემატკივარს, რომლისთვისაც გადიან მოედანზე და 80 წუთის მანძილზე შეუპოვარდ იბრძვიან, იმ ადამიანებს ელოდნენ ვისთვისაც მადლობის თქმა უნდოდათ გულშემატკივრობისთვის, ისინი ჩვენ ყველას გველოდნენ. მადლობა იმ ხალხს ვინც გუშინ ჩვენ ბიჭებს დახვდა, ჩემს მაგივრად მოეფერა და სიყვარული აჩვენა.

ჩემო საყვარელო "ბორჯღალოსნებო", ჩვენ, თქვენი გულშემატკივრები ძალიან ბევრნი ვართ, უბრალოდ გუშინ მაგრად "ჩავიჭერით", მაგრამ გაძლევთ პირობას რომ ამას გამოვასწორებთ. ყველა თამაშზე მოვალთ, თქვენთან ერთად ვიმღერებთ ჰიმნს, თქვენთან ერთად შევბოჭავთ ყველა მოწინააღმდეგეს, მერე თქვენთან ერთად დავდებთ ლელოს და დადებულ ლელოს გარდავსახავთ კიდეც, თამაშის ბოლოს თქვენთან ერთად ვცემთ პატივს მოწინააღმდეგეს და ბედნიერები ვიქნებით რომ ისეთი გუნდის გულშემატკივარი გვქვია, როგორიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებია!!!

ბოდიში, გპირდებით გამოვასწორებ!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია