უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

კრწანისის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ვერცხლის, სულთნიშნის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის და ყავლაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი - გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, გრიბოედოვის და ბესიკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბუაჩიძის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ჩარგლის, თიანეთის, ტიბაანის, ორბეთის, ნაქალაქევის, კლდეკარის, წერონისის, ხერთვისის, სამღერეთის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, პატარძეულის, კაჭარავას, უჯარმის, გელოვანის და ფორაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სოფელ ლისის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ავთო ვარაზის და შევარდენიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე კი - ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა და I მიკრორაიონის, წყაროთუბნის დასახლების, სოფელი გლდანის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია