ილია ელოშვილი - არანაირი გრაფიკები და ტარიფის მოულოდნელი მატების საფრთხე შემდგომი რამდენიმე წლის პერსპექტივაში არ გველოდება

ილია ელოშვილი - არანაირი გრაფიკები და ტარიფის მოულოდნელი მატების საფრთხე შემდგომი რამდენიმე წლის პერსპექტივაში არ გველოდება

არანაირი გრაფიკები და ტარიფის მოულოდნელი მატების საფრთხე შემდგომი რამდენიმე წლის პერსპექტივაში არ გველოდება, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა.

როგორც ელოშვილმა განმარტა, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება არის გარანტია იმისა, რომ "გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს".

"ტარიფების ზრდა პირდაპირ ლარის კურსის ზრდით იყო გამოწვეული და ამაში ორი აზრი არ არსებობს. გვესმის, რომ ამან ჩვენს მოსახლეობას სოციალურად სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები ხელოვნურად რომ დაგვეჭირა, ან მთლიანად სუბსიდირების კუთხით წავსულიყავით, ეს სისტემაზე ძალიან უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც დღესდღეობით არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს. ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ტარიფები დამტკიცებულია 2015 წლის ჩათვლით. ამიტომ მათი გადახედვა უკვე აღარ მოხდება და ამას ისინიც შეგუებულები არიან. შემდგომში შევხედავთ, რა რეალობა გვექნება უკვე 2015 წლის ბოლოს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, ელოშვილის განმარტებით, როგორც ხელშეკრულებების, ასევე ინფრასტრუქტურული, რეაბილიტაციისა და მომზადების კუთხით, ყველა ობიექტი მზად არის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია