ქართველი მზვერავის უნიკალური ფოტოები, რომლებსაც გრიფი "საიდუმლო" ედო

ქართველი მზვერავის უნიკალური ფოტოები, რომლებსაც გრიფი "საიდუმლო" ედო

პირველი მსოფლიო ომის დროს სადაზვერვო ფრენისას მფრინავ ერმილე თოხაძის გადაღებულ ფოტოებს წლების განმავლობაში გრიფი "საიდუმლო" ედო... უნიკალური ალბომი, რომელიც 200-მდე ფოტოსა და დოკუმენტურ მასალას მოიცავას, ერმილე თოხაძის შთამომავლებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მფრინავი თავად იღებდა საიდუმლო სადაზვერვო კადრებს, ბეჭდავდა და შესაბამის უწყებებს აწვდიდა.

ხილეთ ვიდეო "პალიტრანიუსზე"

ერმილე თოხაძის, როგორც მზვერავი მფრინავის კარიერა, პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო... მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის წმინდა ანას ორდენი. 1917 წელს, რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ანეტა ქადეიშვილზე იქორწინა... სწორედ ამ დროს ბათუმში ახალშექმნილ ესკადრილიაში შესთავაზეს მუშაობა... 1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლისას, საიდუმლო მზვერავს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში მალევე მოუყვანიათ. სამხედრო მფრინავი 34 წლისა იყო...

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია