გოდერძის უღელტეხილზე თოვლი 15 სანტიმეტრს აღწევს

გოდერძის უღელტეხილზე თოვლი 15 სანტიმეტრს აღწევს

აჭარის მთებში თოვლი მოვიდა. გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან დაახლობით 2 200 მეტრზე თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ლევან აბაშიძემ განუცხადა, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ბეშუმის მთაში გუშინ კარტოფილის ამოსაღებად წავიდა, თუმცა დილით თოვლი დახვდა.

"წელს ეს არის პირველი თოვლი, შეიძლება ითქვას ნალექი ნაადრევად მოვიდა. გუშინ ბეშუმში ოჯახის წევრებთან ერთად მიკროავტობუსით კარტოფილის მოსავლის ამოსაღებად წავედი. დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა თოვლი. იმედია, გამოიდარებს და კარტოფილს ამოვიღებ. ჩვენ უკვე გადმოვიარეთ გოდერძის უღელტეხილი, სადაც 15 სანტიმეტრამდე თოვლი იყო. ბეშუმში ამ დრომდე არიან ოჯახები, დღეს რამდენიმე უკვე წამოვიდა ბარისკენ, ვიცი, რომ ერთი ოჯახი დარჩა, მითხრეს ხვალ ან ზეგ წამოვალთო. იმედია, თოვლი ძალიან არ მოიმატებს და პრობლემები არ შეექმნებათ", - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია