თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის დედაქალაქში დღეს მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებას გააჩნია არსებითი მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ანკარაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

"ეს არის დანაშაული ჩვენი სტაბილურობის, ერთობის წინააღმდეგ. ეს არის თავდასხმა დეოკრატიასა და სტაბილურობაზე. ვინც არ უნდა იდგეს ამ ტერაქტის უკან, ჩვენ განწობილი ვართ უკომპრომისო ბრძოლისთვის ტერორის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, რომელი პარტიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყოთ, რა მოსაზრებებსაც არ უნდა იზიარებდეთ, მოდით ერთად აღვუდგეთ წინ ტერორიზმს", - განაცხადა პრემიერმა.

მანვე მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.

აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.

მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია