როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს თბილისშიც და იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 15 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი და ზოგან ძლიერიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსი იქნება. თბილისში კვლავ იწვიმებს, იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 14 გრადუსი დაფიქსირდება.

14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი. 15-16 ოქტომბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის ნალექს კვლავ პროგნოზირებენ. 17 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია