ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა დამძიმდა, - აღნიშნულის დამადასტურებლად დღეს ფოცხვერიას ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა სამედიცინო გამოკვლევის შედეგი მედიას წარუდგინეს და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართეს. ადვოკატები განცხადებაში მოითხოვენ სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხი მაქსიმალურად დროულად განიხილოს, რადგან ბრალდებული უკიდურესად მძიმედ არის.

როგორც გაგი მოსიაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანის შემდეგ აღნიშნა, კომისიის წევრების მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან თვეზე მეტია ფოცხვერიას საკითხზე განცხადება განსახილველია და კომისიის არც ერთი წევრი, ყოველგვარი ვადის ამოწურვის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხს არ იხილავს.

ადვოკატთა საგანგებო განცხადებას ესწრებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 სამედიცინო დასკვნა აქვს დადებული. ექსპერტი აცხადებს, რომ ფოცხვერიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხოლო მის მიმართ შექმნილი ვითარება არის დისკრიმინაციული, რადგან მსჯავრდებულს უფლებები ეზღუდება.

ტარიელ ფოცხვერია მარდალეიშვილის სახელობის ონკოლოგიურ კლინიკაში ორი წელია მკურნალობს, მას ხორხი აქვს ამოჭრილი. ადვოკატების ინფორმაციით, მეტასტაზებმა ფილტვებამდე მიაღწიეს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ფოცხვერიას უფლებების დამცველების განცხადებით, მას ბრონქებიდან სისხლდენა დაეწყო, ეს კი საფუძველს იძლევა, რომ სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახთან ერთად გაატაროს.

ტარიელ ფოცხვერია 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა გათავისუფლებიდან მე-12 დღეს დააკავეს.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხის განხილვის გაჭიანურებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია