რატომ ღალატობს ქართველი ქალი ქმარს

რატომ ღალატობს ქართველი ქალი ქმარს

Reblog: May’s Blog | Kvirispalitra.ge

მოღალატე ქალები - ფრაზაც კი ნამდვილად არასასიამოვნო მოსასმენია. ზოგადად, ღალატი მისაღები არავისთვისაა, მაგრამ მოღალატე ქალი, თან ქართველი? - ეს უკვე ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ ორგულობის ფაქტი მეუღლის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ხომ ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დასაშვები. აქ კაცები ფიქრობენ, რომ თუ ცოლებთან კარგი სექსი არ აქვთ, თუ აღარ იზიდავთ მეუღლეები ან უბრალოდ მრავალფეროვნება მოენატერათ, ამ შემთხვევაში მათი ფიზიოლოგია აძლევთ უფლებას ე.წ. საყვარლები ჰყავდეთ ან თუნდაც უბრალოდ, გართობის მიზნით დაიწყონ ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ერთად, ან ცალ-ცალკე... ეს უკვე გემოვნების ამბავია.

მოღალატე კაცებს, ან უბრალოდ თუნდაც ერთგულ მეუღლეებს მინდა ვკითხო, არ დაფიქრებულხართ, რომ შესაძლოა ცოლსაც დიდად არ მოსწონს თქვენთან?

იქნებ, ისინი უფრო მეტს ელოდებიან... იცით, რომ დროთა განავლობაში მათ მიმართ თქვენი განელებული ვნება, სექსუალური ცხოვრების გაუფერულება, უარის თქმა ახალ შეგრძნებებზე ან სულაც მეუღლის საწოლში ამ თემისთვის ტაბუს დადება, ქალის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს? ოდესმე გიფიქრიათ, თუნდაც 3-4 წლის თანაცხოვრების შემდეგ რა უნდათ თქვენს ცოლებს? არიან კი საერთოდ ბედნიერები თქვენს გვერდით, ხართ მათთვის ისევ ის მიმზიდველი, სიმპათიური და ძლიერი მამაკაცი, რომლის გამოც წლების წინ გულები უჩქარდებოდათ და მუხლები უკანკალებდათ? თუ მხოლოდ იმიტომ არ მიდიან თქვენგან, რომ "ოჯახი არ დაანგრეს" რომ "ბავშვს მამა ჰყავდეს", იმის გამო, რომ ეცოდებით და ასე შემდეგ...

რატომ არ ფიქრობენ ქმრები, რომ გაუთავებელი ჩხუბით, შეურაცხყობით და წყენით მიყენებული სულიერი ტრამვები ქალების ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც მოქმედებს და მათ უბრალოდ სურვილი აღარ უჩნდებათ თქვენთან "სარეცელი გაიყონ", მითუმეტეს მაშინ, როცა "თავს აღარ იკლავთ" და მეუღლის სიამოვნება დიდი ხანია თქვენთვის პრიორიტეტი აღარაა.

მამაკაცებო, რატომ ხართ ასეთი დარწმუნებულები, რომ ცოლები ამას "არ იკადრებენ", თან მაშინ, როცა თქვენ თვითონ ძალიან ხშირად სახლიდან მოშორებით იკმაყოფილებთ ვნებას.

და ის ფაქტი, რომ არ იცით, არ გესმით და ვერ ხედავთ, არაფერს ნიშნავს... ძვირფასო მეუღლეებო, უბრალოდ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე თქვენ, ჩვენ უფრო შეგვიძლია ვაკონრტოლოთ სიტუაცია ვიდრე თქვენ და ზოგადად, ადამიანს თუ უნდა ღალატი, ქალი იქნება ის თუ კაცი, დიდი თუ პატარა, უღალატებს. პრობლემა აქ შემდგომია, რატომ? რატომ უჩნდება ქალს ღალატის სურვილი.

ჩვენს ქვეყანაში, პირველ მიზეზად ადრე გათხოვება შეიძლება ჩაითვალოს და ისიც, რომ პირველი სექსუალური პარტნიორი ხშირად მეუღლეა. ანუ, ქალს არ აქვს საშუალება რეალურად გაარკვიოს, რა არის ეს, სიყვარული თუ უბრალოდ ვნება და ინტერესი სექსის მიმართ.

მეორე მიზეზი და ძალიან მნიშნელოვანი, ვფიქრობ, რომ ქმრის დამოკიდებულებაა ცოლის მიმართ. ხშირად მამაკაცები იცლებიან "უღელში შებმის" შემდეგ და ცოლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თვლიან, რომ მეუღლეებთან ბოლომდე თავისუფლება და სექსუალური ფანტაზიების ასრულება სამარცხვინო და მიუღებელია ე.წ. ქართული ოჯახისთვის. რის შედეგადაც ვიღებთ ქალის დაუკმაყოფილებლობას და ინტერესის გაჩენას სხვა მამაკაცების მიმართ. 10 დან 9 ქალს ერთხელ მაინც ( მინიმუმ ) ცხოვრებაში გაუვლია აზრად "ნეტავ სხვა როგორიაო".

სრული ტექსტი

"არის გარკვეული მონაცემები, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს" - ამირან გამყრელიძე

რატომ არის ლიზინგი სამშენებლო ბიზნესისთვის ახლა უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ოდესმე?

"თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ გამისტუმრებია და სახლი დავამთავრე" - რა პირობა შეუსრულა თამრიკო ჭოხონელიძემ გარდაცვლილ მამას?