"ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და..." - ნიკა გვარამიას ქალბატონი შვილის სიკვდილში ადანაშაულებს

"ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და..." - ნიკა გვარამიას ქალბატონი შვილის სიკვდილში ადანაშაულებს

სასამართლოში მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას გამოცხადებულ შესვენებაზე "რუსთავი2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია დარბაზიდან გავიდა, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.

ვითარება მალევე განიმუხტა. აღნიშნული ქალბატონის მტკიცებით, რომელიც ჟურნალისტებს ლიზი ყაულაშვილად გაეცნო, "ნიკა გვარამიას 2006 წელს ავარია მოუხდა, რომლის გამოც მისი შვილი, რამაზ გაბოშვილი გარდაიცვალა".

"გვარამია იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და სასტუმრო "აფხაზეთთან" ავარია მოხდა. სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ჩემი შვილი სასტუმროს აივანზე იდგა, გადმოიწია და გადმოვარდა. დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ჭიპაშვილი იყო მაშინ მინისტრი და ჩემი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. რომ არ მომხდარიყო ეს ავარია, ჩემი შვილი გადარჩებოდა", -განაცხადა ლიზი ყაულაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია