"6 თვეა, ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი" - ნინა წკრიალაშვილის მამა ქალიშვილთან დაპირისპირებაზე ალაპარაკდა

"6 თვეა, ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი" - ნინა წკრიალაშვილის მამა ქალიშვილთან დაპირისპირებაზე ალაპარაკდა

ნინა წკრიალაშვილის მამა პრესის ინტერესის სფეროში მას შემდეგ მოხვდა, რაც AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მომღერლის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების ერთ-ერთი აქტიური მომხრეა.

ნახეთ დეტალურად| "მაგრად მიტყდება" - ნინა წკრიალაშვილის მამა გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს?

შვილთან უთანხმოებაზე ნინა წკრიალაშვილის მამა ზურაბ წკრიალაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრობს და ამბობს, რომ 6 თვეა, ქალიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს.  გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

"6 თვეა, ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. იმიტომ რომ მაგ ქალბატონისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება! ჩვენ შორის საუბარი როცა იყო, მეუბნებოდა - რა ვქნა, ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ მაგათ სამსახურში ვარ და სამსახურის გარეშე ვერ დავრჩებიო! ამაზე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდი - შვილო, არ გინდა მაგათ სამსახურში ყოფნა მეთქი! რა ვიცი, რა გითხრათ",- აცხადებს ზურაბ წკრიალაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია