თბილისში ბინები გაიაფდა – რა ღირს დაკლებული ბინა გარეუბანსა და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში

თბილისში ბინები გაიაფდა – რა ღირს დაკლებული ბინა გარეუბანსა და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში

ბოლო 3 კვირაა, დედაქალაქში გასაყიდი ბინების ფასმა საგრძნობლად იკლო. დაბალი ფასი ყველაზე მეტად გარეუბანშია თვალშისაცემი, თუმცა ფასის კლება თბილისის ცენტრალურ უბნებშიც შეინიშნება. იგივეს ვერ ვიტყვით ახალაშენებულ კორპუსებზე, სადაც ფასი ჯერ ისევ არ შეცვლილა.

როგორც saqme.ge-ის რედაქტორი ლელა არაბული ამბობს, ბინებზე ფასის კლება ბოლო პერიოდში დაიწყო და ყველაზე თვალშისაცემი თბილისის პერიფერიებში ერთ და ოროთახიან ბინებზეა.

"მაგალითად, ვაზისუბანში სამოთახიანი ბინა 30 000 დოლარად იყიდება, როცა შარშან 30 000-მდე ლამის ერთოთახიანის ფასი იყო. ფასის კლება ცენტრალურ უბნებშიც შეიმჩნევა, მაგრამ იქ მაინც ძვირია, როგორც წესი, ვაკესა და საბურთალოზე ბინების ფასი 200-300 ათასი დოლარია. ეს, რა თქმა უნდა, ახალაშენებულ კორპუსებს ეხება.

მაგალითად, ბინის გაყიდვის მსურველი განცხადებაში 3-ოთახიანს გარეუბანში, 20 ოქტომბერს 36 000 დოლარად ყიდდა, მერე ჩამოვიდა 34 000$-ზე ახლა კი, 30 000-ად ყიდის.

შარშან ერთოთახიანი ბინის ფასი 24 000 დოლარიდან იწყებოდა, ახლა კი გარეუბანში 17-18 ათას დოლარადაც შეიძლება შეძენა. ასევე, შარშან ოროთახიანი ბინის ფასი 30 000 დოლარზე მაღალი იყო, ბოლო 2-3 კვირაა ასეთი ბინების ფასი 24 000-27 000 დოლარის ფარგლებშია", – ამბობს ლელა არაბული.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ერთი და ოროთახიანი ბინები იყიდება, ამასთან, მათი ფასი უფრო მაღალია, ამის მიზეზი კი, როგორც ლელა არაბული ამბობს, ბინის გაქირავებაა.

"ბევრი ყიდულობს ერთოთახიანს და შემდეგ აქირავებს. მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ ერთოთახიან ბინას 19 ან 22 ათას დოლარად ვერ იყიდდი, ახლა კი ამ ფასად გარეუბანში შესაძლებელია ყიდვა".

ასევე დაგაინტერესებთ| ბინა, როგორც მომგებიანი კაპიტალი - როგორ დავაზღვიოთ რისკები უძრავი ქონების შეძენისას

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ბინების გაიაფების მიზეზს, არაბულის თქმით, ეს ლარის კურსის ვარდნას და დოლარის გაძვირებას უკავშირდება.

"ჩვენთან გამოქვეყნებული განცხადებების ავტორებთან არ გვაქვს უკუკავშირი, ანუ არ ვიცით, ამ განცხადებებიდან რამდენი ბინა გაიყიდა, რამდენად და ა.შ. თუმცა ხშირად რეკავდნენ განცხადების ავტორები, რომ არავინ მირეკავს და განცხადება ნამდვილად გამოაქვეყნეთ თუ არაო, ანუ გამოდის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გაყინული პერიოდი იყო, დოლარის კურსის გამო ხალხს არ ჰქონდა იმდენი თანხა, რომ ბინა ეყიდა და ყიდვა-გაყიდვა ცოტა ხნით შეჩერდა.

უმრავლესობას შემოსავალი ალბათ ლარში ჰქონდა და დოლარი ბინის ფასს იმხელა განსხვავებას აძლევდა, რომ ბინებს ვეღარ ყიდდნენ, თუმცა ბოლო 2-3 კვირაა, ნამდვილად შეინიშნება ბინების გაიაფება", - ამბობს ლელა არაბული.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| ფეისბუქ-ჯგუფი "ბინის მაძიებლები"

ფოტო| kakhasblog.ltd.ge

"ტირილით ჩამოვიდა კლინიკიდან, რომელმაც არ მიიღო..." - ახალციხეში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა

"ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს "ლოქდაუნია" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი