"ნათელი მაგალითი, როგორ გაგიჟდნენ და დაკარგეს გონება" - აჟიოტაჟი "ფეისბუქზე" სუს-ის განცხადების შემდეგ

 "ნათელი მაგალითი, როგორ გაგიჟდნენ და დაკარგეს გონება" - აჟიოტაჟი "ფეისბუქზე" სუს-ის განცხადების შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მეტი ინფორმაციისთვის| უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელის შესახებ საზოგადოებას ლევან იზორიამ ამცნო, "ფეისბუქზე" მრავალი გამოხმაურება მოჰყვა. გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ნეგატიური შეფასებები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისგან ისმის, თუმცა სოციალურ ქსლეში ნეიტრალურ, ან ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციებსაც იხილავთ. გთავაზობთ თემაზე გამოხმაურებების მცირე ნაწილს.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

შიშს რომ დიდი თვალები აქვს და საქმე რომ ცუდად გაქვთ გასაგებია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წყობიდან უნდა გამოხვიდეთ?

გაგიჟდით?

გიგა ნასარიძე:

ვაი, მე მგონი საბოლოოდ გაგიჟდნენ. ჭიკაიძესთან კონსულტაცია არ დაგავიწყდეთ, მაგან იცის, სად ვმალავთ საბურავებს.

ზურაბ ჯაფარიძე:

ჭიკაიძის ტრადიციები გრძელდება.

შალვა ხაჭაპურიძე:

ახლა გამოდით შუაშისტებო, დიალოგი დიალოგიო, ვითომ მშვიდობის მტრედებივით რომ ღუღუნებთ, თან, რომ ელოდით ვინ გაიმარჯვებსო, აქეთაც, რომ ძმაკაცობთ და იქეთაც, გამოდით და დაუჭირეთ მხარი სახელმწიფო გადატრიალებას! არა? აღარ გინდათ! გადამტრიალებმა ვერ გაიგეს რომ ხელისუფლებაში ბებერი ძალა აღარ ზის!!!

***

1991 და 2003 წელი არ განმეორდება! ეს კარგად გაიგონეთ, ვინც გადატრიალებას ამზადებთ, ჩამოგთვალოთ გვარებით! ა ხო უდანაშაულობის პრეზუფცია(როცა თქვენ გინდათ) კაი ბატონო დაველოდოთ გამოძიებას! ხო მართლა და ის ბეჟუ არ დაგავიწყდეთ ფული რომ უნდა მისცეს გადატრიალებისთვის გიგუნას!!!

ირმა ნადირაშვილი:

ნათელი მაგალითი, როგორ გაგიჟდნენ და დაკარგეს გონება.

იზორია, არ გინდა, ჯერ შენი ძმის ნარუშილოვკის ამბავი გამოიძიო??

გოგა ხაჩიძე:

ახალ სეზონს ხსნიან.

მერაბ მეტრეველი:

რა „სამეფო კარის თამაშები“, რა „ჰოუმლენდი“ ახალი სეზონი გამოვიდა სერიალის „გადატრიალება და შეთქმულება საქართვლეოში“, ოღონდ მე უკვე აღარც პოპკორნი მაქვს და აღარც ნერვები ამის საყურებლად!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია