ქართველი მხატვრის ნახატი "სოტბის" აუქციონზე გაიყიდა

ქართველი მხატვრის ნახატი "სოტბის" აუქციონზე გაიყიდა

24 წლის ლევან სონღულაშვილის ნახატი "მედუზა" ნიუ იორკის "სოტბის" აქუციონზე გაიყიდა.  გავრცელებული ინფორმაციით, "მედუზა" ნიუ იორკში მცხოვრებმა კოლექციონერმა შეიძინა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა თანხა გადაიხადა კოლექციონერმა ქართველი მხატვრის მიერ შესრულებულ ნამუშევარში.

აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიამ აუქციონის შემდეგ 900 ათასი დოლარს მოუყარა თავი.  აუქციონზე ისეთი ცნობილი არტისტების 150 ნამუშევარი იყო წარდგენილი, როგორებიც პატრიკ დემარშელი, კიკი სმიტი, უილ კოტონი და ოკო ონო არიან.

"სოთბის" ექსპოზიციისა და აუქციონისთვის არტისტებმა ორ ეტაპიანი შესარჩევი საფეხური გაიარეს. პირველი - როცა ხელოვანების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს არჩევდა არტ კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან შემდგარი კომისია. მეორე - როცა შერჩეულ ნამუშევრებს საექსპოზიციოდ არჩევდა ნიუ-იორკის "სოთბის" სახლის წარმომადგენლობა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია