"ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტა ისეთ განცხადებებს აკეთებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერს, რომ შეექმნა ებრაელთა დაცვის ორგანიზაცია!"

"ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტა ისეთ განცხადებებს აკეთებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერს, რომ შეექმნა ებრაელთა დაცვის ორგანიზაცია!"

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" "ეპოქებს" ადარებს:

"ვფიქრობდი, საერთოდ გამეკეთებინა თუ არა კომენტარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მაინც გადავწყვიტე, დამეწერა.

მე მყავს მეგობრები, რომლებიც წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩემთვის ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.

შეიძლება ჩემა პოსტმა ზუსტადაც რომ ჩემს რამოდენიმე ახლობელს გული ატკინოს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აზრი. მე არ ვარ არსებული ხელისუფლების ბრმა მხარდამჭერი. ნერვებიც კი მეშლება, რომ ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება რომ არ შეუძლიათ და მათი ყოყმანითა და "გადაუწყვეტელობით" აზიანებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ შემიძლია ასევე არ ვთქვა ის, რომ დღეს ხალხს შიშის სინდრომი აღარ აქვს და რომ თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, თუნდაც ფეისბუქზე (წინა ხელისუფლების დროს ასეთი შემთხვევაში სულ მინიმუმ, სამსახურს დაკარგავდნენ).

ეს ბოლო პერიოდი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტა აკეთებს განცხადებებს:

* "რომ საქართველოში დამყარდა ავტორიტარული რეჟიმი,

* რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება,

* რომ ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ" და ა. შ.

ეს არის ზუსტად იგივე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერს შეექმნა ებრაელთა დაცვის ორგანიზაცია!" - წერს შევარდნაძე.

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?