"შესაძლოა "თავად ნაციონალურ" მოძრაობაში ვიხილოთ ერთი გუნდის დისტანცირება მეორისგან"

"შესაძლოა "თავად ნაციონალურ" მოძრაობაში ვიხილოთ ერთი გუნდის დისტანცირება მეორისგან"

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირების რიტორიკაში არსებულ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას:

"საინტერესო ტენდენცია იკვეთება დღეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული რამდენიმე პირი, რომლებიც ძველ ხელისუფლებაში იყვნენ წარმოდგენილნი და დღეს არასამთავრობო სექტორში არიან, საკმაოდ კრიტიკული პოზიციები მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, ერთხმად აღნიშნავენ რა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ჯგუფი ცდილობს დისტანცირებას "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი ნაწილისაგან, რაც თავისთავად შესანიშნი და მნიშვნელოვანი ფაქტია. არ იქნება ალბათ ბოლომდე გამოსარიცხი ის ვარაუდიც, რომ უახლოეს ხანებში შესაძლოა "თავად ნაციონალურ" მოძრაობაში ვიხილოთ ერთი გუნდის დისტანცირება მეორისგან. თუ ამავე ლოგიკას გავყვებით, შესაძლოა ძალიან აბსურდულად არ გამოჩნდეს ის ვერსია, რაც ორიოდეჯერ გაისმა კიდეც, კერძოდ, ამ კადრების გაშვება ისევ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნიდან მოდიოდეს, ერთი ჯგუფის ინტერესებიდან მეორის წინააღმდეგ.

ჩემი ვარაუდები საკმაოდ ამორფულად მეჩვენება, თუმცა, ამ სხვადასხვა გარემოებებს მართლაც შეიძლება ვუპოვნოთ საერთო ლოგიკა"- წერს გამზარდია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია