რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს მიტოვებული სამკურნალო კურორტებით

რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს მიტოვებული სამკურნალო კურორტებით

საქართველო ბალნეოლოგიური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. საქართველოში ნუსხით დამტკიცებული 103 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პერსპექტივა აქვთ, ზოგიერთი მათგანი უყურადღებოდ არის მიტოვებული და როგორც კურორტი ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მიტოვებული კურორტების თემასთნ დაკავშირებით ბპნ კურორტოლოგსა და ტურიზმის ექსპერტს გიგი ყუფარაძეს ესაუბრა.

გიგი ყუფარაძის შეფასებით, ერთ-ერთი კურორტი, რომელსაც უყურადღებობა ეტყობა აბასთუმანია.

"აბასთუმანი სამკურნალო წყლებით არის ცნობილი. ადრე იყო სასტუმროები "მესხეთი", "აღობილი", "არაზინდო", სადაც ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ. თითო სასტუმრო 200-300 კაცზე იყო გათვლილი, თუმცა დღეს ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ამის გამო დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის", - ამბობს გიგი ყუფარაძე.

მისივე თქმით, მიტოვებულ კურორტად ითვლება თუშეთის გზაზე თორღვას აბანო, სადაც ინფრასტრუქტურა მოშლილი და განადგურებულია. ასევე მიტოვებულია ჩარგალთან ახლოს მდებარე კურორტი ვაჟას წყარო. მუანში, რომელიც ლენტეხის რაიონში მდებარეობს.

"მუანში იმდენად არის განადგურებული, რომ კოტეჯებს ფანჯრებიც კი აღარ აქვს. უწერაში ინფრასტრუქტურის პრობლემას 2 წლის წინ წყალდიდობაც დაემატა და დღეს უწერაში სხვა პრობლემებთან ერთად წყლის პრობლემაც გაჩნდა. ხარაგაულის რაიონში მიტოვებულია კურორტი ზვარე, სამეგრელოში სქური, თელავის რაიონში კი თორღვას აბანო", - აღნიშნავს გიგი ყუფარაძე. ტუროპერატორების ინფორმაციით, კურორტ მენჯში ინფრასტრუქტურა განადგურებულია. უგზოობის პრობლემაა კურორტ შოვშიც.

" მენჯში ყველაფერი განადგურებული და გაპარტახებულია. წლების წინ ებრაელებს ჰქონდათ რეკონსტრუქციის გეგმა, მენჯის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა. მენჯი რომ დაიშალა, სახელმწიფო სანატორიუმი ადგილობრივებმა გადაინაწილეს. ზოგმა სათბური გააკეთა ცხელ წყლებზე და დღეს, როგორც კურორტი მენჯი აღარ არსებობს. შოვში ვერ ვიტყვით, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემაა, რადგან გაკეთდა მშვენიერი სასტუმრო "სანსეტ შოვი", მაგრამ შოვის მთვარი პრობლემა კვლავ უგზოობაა", - აცხადებენ ტუროპერატორები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია