The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"

The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"

ანასტასია გონჩაროვა: "ადამიანებს, რომლებიც მამაჩემს იცნობდნენ, ჩემს დანახვაზე ცრემლები მოსდით, რადგან ჩვენ ძალიან ვგავართ. ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო სასამართლოს გზის გავლა, მაგრამ მამაჩემი მებრძოლი იყო და მე უნდა მივყოლოდი მის მემკვიდრეობას და დამემტკიცებინა, რომ მისი შვილი ვარ. ახლა რუსეთში უნდა წავიდე დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამართლიანობა აღდგა."

მილიარდერი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" მისივე ქვრივთან უმაღლეს სასამართლოში დავა მოიგო. გამოტანილი ვერდიქტის თაობაზე ბიზნესმენის სხეულის ქსოვილის ნიმუშებზე დაყრდნობით ჩატარდება დნმ-ის ტესტი, რომელსაც ანასტასია გონჩაროვა ითხოვდა ბენდუქიძის ქონებაზე უფლების მოსაპოვებლად.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში, ციურიხში გადატანილი გულის ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე, ლონდონში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" გარდაიცვალა.

მას შემდეგ მისი ქვრივი ნატალია ზოლოტოვა და ანასტასია გონჩაროვა (რომელიც ირწმუნება, რომ გარდაცვლილის ქალიშვილი და მემკვიდრეა) 1 მილიარდად შეფასებული მემკვიდრეობისთვის იბრძვიან. დავის მთავარი საკითხი ოლიგარქის სხეულიდან აღებული ნიმუშები გახდა, რომლებიც ბრიტანელი გამომძიებლის ბრძანებით დალუქული ინახება ლონდონში.

ანასტასია გონჩაროვა იმედდაკარგული იყო, რადგან არ მიუწვდებოდა ხელი ნიმუშებზე დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად, რომელიც, მისი თქმით, დაამტკიცებს, რომ ბენდუქიძე მისი ნამდვილი მამა იყო.

თუმცა, ნატალია ზოლოტოვა, როგორც ბიზნესმენის მეუღლე, ასევე დაჟინებით მოითხოვდა ნიმუშების მხოლოდ მისთვის გადაცემას. ოთხშაბათს ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ოლიგარქის სხეულიდან აღებულ ნიმუშებზე კონტროლის უფლება გონჩაროვას გადასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიმუშები უსაფრთხოდ უნდა გაიგზავნოს მოსკოვში ტესტის ჩასატარებლად. როგორც გონჩაროვა აცხადებს, ეს საბოლოოდ დაადასტურებს მის წარმოშობასა და ბენდუქიძის ქონებისადმი მისი მოთხოვნის სამართლიანობას. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მოგვიანებით ძალიან პოპულარული პოლიტიკური მოღვაწე და ფილანთროპი მის მშობლიურ საქართველოში გახდა.

ცოცხალი ნარჩენების ნიმუშები მისი სხეულიდან გაკვეთის პროცესში აიღეს ვესტმინსტერის გამომძიებლის, ფიონა ვილკოქსის დაჟინებული მოთხოვნით. ამჟამად ის დალუქულია და ინახება ლონდონში, Imperial College-ის ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში.

ნატალია ზოლოტოვა, ხელოვნების ექსპერტი და მწერალი, რომელიც ბენდუქიძეზე 1999 წელს დაქორწინდა, 24 წლის ანასტასია გონჩაროვას გამოჩენამდე ბიზნესმენის მემკვიდრედ ითვლებოდა. ქვრივი აცხადებს, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა მისი ქმრის ქალიშვილის არსებობის შესახებ, ვიდრე ის მოულოდნელად არ გამოჩნდა დაკრძალვაზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია