ვინ გახდა "მის საქართველო 2015" და რა აკავშირებს მას ანუკი არეშიძესთან

ვინ გახდა "მის საქართველო 2015" და რა აკავშირებს მას ანუკი არეშიძესთან

გუშინ, 1 ნოემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში "მის საქართველო 2015-ის" ფინალური შოუ გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. ნუკის სიმაღლე 179 სმ-ია და იგი 16 წლიდანაა ჩართული მოდის ბიზნესში.

"მის საქართველო 2015-ის" გამარჯვებულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტა აქვს დამთავრებული, ტურიზმის განხრით.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ნუკიმ 2014 წლის ზაფხულში ჟურნალ "რეიტინგს" მისცა:

- ყოველთვის მოგწონს ის სამოსი, რასაც პოდიუმზე ატარებ?

- ხან მომწონს, ხანაც - არა... შეიძლება, კომფორტულადაც არ ვგრძნობდე თავს, მაგრამ ჩემი მიზანია, ისე ვაჩვენო, რომ ხალხს მოეწონოს. ერთხელ ცოტა გამჭვირვალე ზედა მეცვა და საზოგადოების ყურადღება მივიქციე, მაგრამ ამას სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია. საერთოდ, ვცდილობ, გამჭვირვალე რაღაცები არ ჩავიცვა.

- საქართველოში შეიძლება, ამაზე უარი თქვა, მაგრამ მილანში მგონი, ვერ გაგიგებენ.

- ზუსტად ორი დღის წინ მქონდა შემოთავაზება, სადაც საკმაოდ შიშველი უნდა ვყოფილიყავი და უარი ვთქვი. ნატაშა პოლი ხომ არ ვარ. მაგ დონეზე თუ მივალ, მერე შეიძლება დავფიქრდე. ასევე მოქმედებს ქართული მენტალიტეტი და ოჯახიც.

- ნუკა, სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ანუკა არეშიძეს მადლობას უხდიდი, როგორც მივხვდი, სიურპრიზი მოგიწყო.

- დიახ, ახლა ჩამოსული იყო მილანში და საჩუქარი გამიკეთა. ეს მოდის სფეროს არ ეხება, პირადი საჩუქარია. ანუკის დიდი ხანია ვიცნობ, ბავშვობიდან... ერთად დავდიოდით სამოდელო სააგენტოში. მილანში პირველად რომ ჩამოვედი, მაშინაც ვნახე. გადასარევი გოგოა. ყველანაირად გვერდში ამომიდგა. ვმეგობრობთ... როგორც იცით, ანუკის ბოლო ჩვენება მე დავხურე. ძალიან მიყვარს ანუკი, როგორიც ადრე იყო, ზუსტად ისეთია. წარმატებას არ შეუცვლია.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია