სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ

სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ

სოფო ნიჟარაძე დღეს, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, და სადაც საიტის მტკიცებით, სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი საუბრობენ, პირველ კომენტარს აკეთებს.

იხილეთ დეტალები| მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

"ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია. გასაგებია, რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია, ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!

ნახეთ| "Je suis ნოდარ მელაძე" - როგორ ამხნევებენ ჟურნალისტები კოლეგას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა

ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის მიმართ!", - დაწერა მომღერალმა "ფეისბუქზე". 

ასევე იხილეთ| "როდესაც ადამიანს სისხლი უნდა თავის ქვეყანაში, რა უნდა ვთქვა" - დათო ოქიტაშვილი და ნინა წკრიალაშვილი სოფო ნიჟარაძის სკანდალურ ჩანაწერზე

საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 22 აპრილამდე მოქმედებს

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი