ღირს თუ არა თანხის ჩადება უძრავ ქონებაში?

ღირს თუ არა თანხის ჩადება უძრავ ქონებაში?

მიღებულია, რომ უძრავ ქონებაში ფულის ჩადება მისი შენახვის ერთ-ერთი საიმედო გზაა. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონება ყველგან ძვირი ღირს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სახლებს შორის შეიძლება აღმოაჩინოთ ვილა საფრანგეთში, რომლის ფასიც 506 მილიონი ამერიკული დოლარია, 200 მილიონ დოლარად შეფასებული პენთჰაუსი ლონდონში, რომელიც ტომ კრუზის, ქეით ჰოლმსისა და დევიდ ბექჰემის მეზობლად მდებარეობს, "დრაკულას სასახლე" რუმინეთში, რომელიც სულ ცოტა, 135 მილიონი დოლარი ღირს.

რა თქმა უნდა, საქართველოში უძრავი ქონება ასე ძვირი არ ღირს, თუმცა ლარის დევალვაციით შეწუხებულ ჩვენს მოქალაქეებსაც სურთ თავიანთი, თუნდაც მწირი დანაზოგი საიმედო ხელში ეგულებოდეთ.

ღირს თუ არა ფულის ჩადება უძრავ ქონებაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს? - ამ შეკითხვით ქართული სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართეთ. როგორც დეველოპერული კომპანია "აი ჯი ეს ჯგუფის" ფინანსური მენეჯერი, უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე ამბობს, ამ ეტაპზე უძრავი ქონება საქართველოში ძალიან გაიაფებულია, თუმცა აჩქარება არ ღირს, რადგან შესაძლოა, ახლო მომავალში ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

შოთა გუჯაბიძე: "დღევანდელი რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაციაა, ფასები შემცირებულია: თუ ორიოდე წლის წინ თბილისის ცენტრში ერთოთახიან ბინას 40-45 ათას დოლარზე ნაკლებად ვერ შეიძენდით, თანაც ამ სეგმენტზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო, ახლა იმავე ადგილას, იმავე ფართობის მქონე ბინას დაახლოებით 30 ათასადაც შეიძენთ. ფასები მინიმუმ 30-40%-ით არის შემცირებული და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე უკეთესობას არ უნდა ველოდეთ, მით უმეტეს, საარჩევნო წელი ახლოვდება, რაც თავისთავად გულისხმობს გაურკვევლობას და პოლიტიკურ არასტაბილურობას".

შოთა გუჯაბიძის შეფასებით, ამ მომენტისთვის უძრავი ქონების შეძენა არ ღირს, რადგან უახლოეს თვეებში მისი ფასი კიდევ უფრო დაიკლებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია