"თუ მთავრობაში უხარიათ, რომ ესეთი პროცესები მიდის..." - დავით დვალის მიმართვა ხელისუფლებას და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

"თუ მთავრობაში უხარიათ, რომ ესეთი პროცესები მიდის..." - დავით დვალის მიმართვა ხელისუფლებას და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

როგორი იქნება არხის დროებითი მმართველის, დავით დვალის პოლიტიკა "რუსთავი 2"-ის მართვასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია თუ არა, რომ ნიკა გვარამიას არხიდან წასვლის შემდეგ "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების დათხოვნის პროცესი დაიწყოს, და იქნება თუ არა დავით დვალის საინფორმაციო პოლიტიკა მაამებლური ქვეყნის მთავრობისთვის, - ამ საკითხებზე "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ყოფილმა მფლობელმა, ამიერიდან კი, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრეს-კონფერენციისას ისაუბრა.

"ვარ ამ არხის დამფუძნებელი და ვთვლი, რომ ეს ტელევიზია ჩემია, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ტელევიზია იყოს დონეზე და უფრო ძლიერი იყოს. დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, არც ერთ თანამშრომელს არ ელის სამსახურიდან დათხოვნა, მათ შორის არც თქვენ, ქალბატონო თამარ (მიმართავს თამარ ბაღაშვილს).

ძალიან კარგად მესმის თქვენი ექსტრემალური მდგომარეობა და ის გარემო, რომელიც შექმნილია და თვლით, რომ არის შექმნილი მტრული გარემო და ყველა თქვენ გებრძვით, აქედან გამომდინარე მე მესმის თქვენი მდგომარეობის. მე ყველანაირად შევეცდებით დაგიმტკიცოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მოღვაწეობას ისე, რომ აბსოლუტურად არავინ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში და ამაზე ჩვენ ქიბართანაც ვისაუბრეთ.

თუ ვინმეს უხარია დღეს მთავრობაში, რომ ესეთი პროცესები მიდის, არავის თავში არ მოუვიდეს, რომ ერთი ზარი მაინც გააკეთოს ვინმეზე ზეწოლის მიზნით. ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ თქვენ დაუბრუნდეთ თავისუფალ ჟურნალისტიკას და თქვენი სინდისი და მსოფლმხედველობა რასაც გკარნახობთ, ის გააკეთოთ და ისე იმუშაოთ, - მიმართა დვალმა ჟურნალისტებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია