"რა? სად? როდის?"-ის შემოდგომის ექსპერიმენტული სერიის მეოთხე თამაშში ტელემაყურებლის წინააღმდეგ ალექსანდრე ლორთქიფანიძის ექვსეული ანი მარდალეიშვილი, ნინო გოგინაშვილი, გიორგი იაშვილი, ნინო ფერაძე და მარი კორინთელი თამაშობდა.
გუნდმა მაყურებელი 6:4 დაამარცხა, თუმცა თამაში ამით არ დამთვრებულა. გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, გუნდის ერთ-ერთ წევრს ანი მარდალეიშვილს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა.