"რუსთავი 2"-თან ამ წუთებში აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

"რუსთავი 2"-თან ამ წუთებში აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

"რუსთავი 2"-ის შენობასთან აქცია-კონცერტი იმართება. ადგილზე შეკრებილნი არიან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერებს მიმართეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპელი დემოკრატების" ლიდერებმა. [იხილეთ ვიდეო]

"მშვიდად, ერთიანად, შენებით, წისვლით, "რუსთავი 2"-საც დავიცავთ, ქვეყანასაც დავიცავთ, არჩევნებსაც მოვიგებთ და აღარასოდეს ამ ქვეყანაში არავის გაუჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო და რა არის ჩვენი მომავალი. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საით მიდის და საით მიგვყავს საქართველო. ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ იმ საქართველოს, სადაც აგრესიის და ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად ყველა ერთად ვიშრომებთ და ვიცხოვრებთ ღირსეულად", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

16:00 საათზე კი, "რუსთავი 2"-ის ეზოში "გამოუვალი მდგომარებისა" და "ნიჭიერის" მონაწილეების კონცერტი გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

"არც ნაციონალები არ მაინტერესებს და არც ქათული ოცნება, მე ჩემი მეგობრების გვერდით ვდგავარ" - ოთო ნემსაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია