"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა

"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა

"ბინის მეპატრონემ ოჯახი ღამის 11 საა­თზე მხოლოდ იმის გამო გამოასახლა, რომ მათი აუტისტი ბავშვის გამო წუხდება.­ რახან­ ოჯახს 3 თვეზე მეტხანს ერთ ბინაში­ არ აჩერ­ებენ, დახმარებაც მოუხსნეს, არა­და, ბინის­ მეპატრონეებს "ავადმყოფი"­ არ უნდათ. დედა უვლის 3 შვილს, მათ შორის 7 წლის გიორგის, რომელიც აუტისტია. მისი 160-ლარიანი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ბავშვები ქუჩაში მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან, რომ არა აქვთ თბილი­ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პამპერსი..." - ცოტა ხნის წინ სოციალურ­ ქსელში­ გავრც­­ელებულ ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... "კვირის პალიტრა" ბავშვის მშობლებს დაუკავშირდა. აუტისტი­ ბავშვის მამა, პაატა ბუწურიძე ამბობს, მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

პაატა ბუწურაძე: - მე საჩხერელი ვარ, მეუღლე - ხარაგაულელია. 2004 წელს ბინა გავყიდეთ და მე და ჩემმა ძმამ თანხა გავიყავით, მაგრამ შეძენა ვეღარ შევძელით - იმ დროს უძრავი ქონება მკვეთრად გაძვირდა­ და დავრჩით უსახლკაროდ. სამი შვილი მყავს. გიორგის 4 წლის ასაკში დაუდგინეს აუტიზმი. დავდიოდით კარდაკარ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში ცხოვრება - გიორგის მუდმივად სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურება. იმის გამო, რომ არავის უნდოდა აუტისტი ბავშვის შეშვება, რამდენიმე­ საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.

ლიკა ბარბაქაძე, აუტისტი ბავშვის დედა: - აუტიზმს ახასიათებს ადაპტაციის პრობლემა - როცა ბინას ვიცვლით, გიორგი ძალიან განიცდის. ცოტა ხნის წინ ბინა მუხრანის ქუჩაზე ვიქირავეთ. მეპატრონე ძალიან პრეტენზიული ქალბატონი აღმოჩნდა. ვიცხოვრეთ ზუსტად 10 დღე. თანხა სრულად გადახდილი გვქონდა. ქალბატონი­ ლიზა სახლის დაცლას მოითხოვდა და თანხას გვიბრუნებდა, მაგრამ სანზონის დასახლებაში ბინა არავინ მოგვაქირავა. ბავშვი ყველა ემოციას ტაშით გამოხატ­ავს, ბინის მეპატრონეს კი ეგონა, რომ ვცემდი..­. ჩვენი ოჯახით ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა.

კამერების წინ ბინის­ მეპატრონემ განაცხადა, არ მინდა, ჩემს ბინაში­ ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო. ეს საპატრულო პოლიციასთანაც დააფიქსირა წერილობით.

ერთ საღამოსაც ნასვამ შვილებთან ერთად შემოვიდა ჩვენს ოთახში და კატეგორიულად მოგვთხოვეს ბინის დაცლა. შინ მხოლოდ მე და ბავშვები ვიყა­ვით. კონფლიქტის გამო გიორგი კიდევ უფრო დაიძაბა. ტიროდა, ყურებზე ხელებს­ იფარებდა, იკბენდა კიდურებს­. ტიროდნენ ნათიაც და ნიკოლოზიც... საპატრულო პოლიცია მეორედ მოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ღამის­ 11 საათზე პოლიციის გადაწყვეტილებით ბინა დავცალეთ. ღამის გასათევი კი არ გვქონდა.

რაიონის გამგეობამ 500 ლარი გამოგვიყო ქირისათვის. 2 კვირაა, რაც ახალ მისამართზე ვცხოვრობთ. აქ მშვიდად ვართ, მაგრამ გიორგი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა­ სტრესისგან. ეს არ არის პირველი დისკრიმ­ინაციული შემთხვევა. ტრანსპორტშიც ხშირად გვსმენია უსიამოვნო რეპლიკები და შეურაცხმყოფელი სიტყვები­. ისე გვიყურებენ, თითქოს გალიაში დამწყვდეული ნადირები ვართ. მკურნალობა ძალიან რთული და ძვირია. ასწავლიან არსებული­ უნარების­ განმტკიცებას და ახალ-ახალი უნარების­ განვითარებას. საათი 29 ლარი ღირს. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგიც. ბავშვებს უმეთვალყურეოდ ვერ ვტოვებ. გიორგი პატარაზე ძალიან ეჭვიანობს და შესაძლოა,

რამე დაუშავოს.

ძალიან გვიჭირს მორალურადაც და მატერიალურადაც. მეუღლეს თავის ტვინში ნერვების მრავლობითი ანთება დაემართა. 2012 წლამდე სამხედრო სამსახურში იყო. 4 თვეა, სოციალური დახმარებაც შეგვიწყდა. მეც და ჩემი მეუღლეც 32 წლისანი ვართ და გვრცხვენია, რომ კეთილი ადამიანების დახმარების იმედზე ვართ. ვოცნებობთ, დამოუკიდებლად ვიცხოვროთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია