"43 200-ჯერ გამაუპატიურეს" - ტრეფიკინგის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

"43 200-ჯერ გამაუპატიურეს" - ტრეფიკინგის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

CNN-ი ტელემაყურებელს მექსიკელ კარლა იაკინტოს აცნობს, რომელიც 4 წლის მანძილზე ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. კარლას ისტორიამ კიდევ ერთხელ დაანახა ამერიკას ის პრობლემა, რომელიც მექსიკასა და აშშ-ში ჯერ კიდევ გადაუჭრელია - ადამიანებით ვაჭრობამ ათეული ათასობით მექსიკელი გოგონას ცხოვრება სამუდამოდ დაანგრია. [იხილეთ ვიდეო]

წლების მანძილზე, ცენტრალურ მექსიკაში მდებარე ქალაქი ტენანკინიო ადამიანებით ვაჭრობის ცენტრად ითვლება. "გაყიდულ" ქალებს პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ.

კარლა ყვება, რომ 5 წლის ასაკიდან სექსუალურ ძალადობას მასზე ნათესავი ახორციელებდა. 12 წლის ასაკში კი ტრეფიკიორმა მიიტყუა, მასთან სამი თვე აცხოვრა სახლში და მაშინ, როცა გოგონას ეგონა, რომ საკუთარ მომავალს შეხვდა და ბედნიერად იცხოვრებდა, 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გამოუცხადა, რომ მას ამიერიდან კლიენტების მომსახურება მოუწევდა. მას შემდეგ კარლამ 4 ჯოჯოხეთური წელი გაატარა ტყვეობაში. კლიენტების იძულებით მომსახურებას დილის 10 საათიდან იწყებდა და შუაღამისას ასრულებდა, კვირაში 7 დღე, დღეში საშუალოდ 30 კლიენტს ემსახურებოდა.

კარლა მეხიკოში ჩატარებული ანტი-ტრეფიკინგული ოპერაციის დროს 2006 წელს გაათავისუფლეს. მან ტყვეობაში შვილის გაჩენაც მოასწრო - 15 წლის ასაკში გოგონა გაუჩნდა. ახლა კარლა 23 წლისაა. მონაწილეობს კონფერენციებში ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ. თავისი ტრაგიკული ისტორიის შესახებ მან ივლისში რომის პაპთან შეხვედრაზეც ისაუბრა, მაისში კი აშშ-ს კონგრესში გამოვიდა სიტყვით.

Human trafficking survivor: I was raped 43,200 times

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია