"შეშინებული კაცუნების ბრიფინგი" - ნიკა გვარამიას უკიდურესად მწვავე განცხადებები სპეციალურ ბრიფინგზე

"შეშინებული კაცუნების ბრიფინგი" - ნიკა გვარამიას უკიდურესად მწვავე განცხადებები სპეციალურ ბრიფინგზე

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების გადაწყვეტილებას, რომ ტელევიზიის მართვის ბერკეტი ზაალ უდუმაშვილს გადაეცეს, რომელიც არხზე გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი პასუხობენ.

"ჩვენ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, რითიც სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ყველაზე შერცხვენილი მაინც სასამართლო ხელისუფლებაა. ხო ხედავთ, სასამართლოვ, რა დღეში ხართ, რა დღეში ჩაგაგდოთ მოსამართლე ურთმელიძემ. ნუ იმცირებთ თავს, რადგან ძალიან ძვირი ღირს თქვენი რეპუტაცია, რადგანაც ძალიან რთული იქნება თქვენი რეპუტაციის აღდგენა. გაემიჯნეთ ურთმელიძეს!

რაც შეეხება დღევანდელი ბრიფინგის შინაარსს, სრული აბსურდია დღევანდელი ორი ცენზორის მიერ გაკეთებული განცხადებები. მათ ეშინიათ, თავისთავად ცხადია, მაგრამ შიში ვერ იხსნის ამ სიტუაციას. მათ თავის თავზე აიღეს ძალიან რთული პასუხისმგებლობა. ეს არ არის თამაში, რაშიც თქვენ მონაწილეობთ, ეს ძალიან სერიოზული პროცესებია. იმავე განჩინებით, რომლითაც დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ თქვენ მთელი თქვენი ქონებით აგებთ პასუხს ამ ყველაფერზე და ამ პასუხისმგებლობას ვერ გადააბარებთ სხვას. თქვენ თავი ყულფში გაქვთ გაყოფილი და ეს ყულფი ყოველდღიურად ვიწროვდება...", - განაცხადა გვარამიამ.

ასევე იხილეთ| ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია