რა ღირს რემონტი საქართველოში

რა ღირს რემონტი საქართველოში

წინა წელთან შედარებით, საქართველოში რემონტის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მოვაჭრეების თქმით, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია. მათივე თქმით, შესაბამისად, შარშანდელთა შედარებით, წელს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია.

"ხალხი ეგრეთ წოდებული კოსმეტიკური რემონტისგანაც კი თავს იკავებს. ფასდაკლებას ელოდებიან, თუმცა დოლარის კურსი თუ არ დარეგულირდა, სამშენებლო მასალებზე ფასების კლება გამორიცხულია", - ამბობენ მოვაჭრეები.

სამშენებლო მასალების ბაზარზე რემონტისთვის ყველაზე მოთხოვნადი ცემენტი 1 ტომარა 12 ლარი ღირს, ფითხი (ე.წ. შპაკლი) - 16 ლარი, გაჯის ფასი 7 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ბინის მფლობელები ამბობენ, რომ სამშენებლო მასალები ძალიან ძვირია და ხარჯი დაგეგმილზე ძვირი ჯდება, თუმცა ცალკე პრობლემაა ხელოსნის მომსახურების საფასური, რომელიც ბოლო დროს 30%-ით გაიზარდა. როგორც ბინის მფლობელები ამბობენ, ხელოსანს "ნაცნობობით" ირჩევენ, რაც მომსახურების ხარჯს მცირედით ამცირებს და სანდოობას მატებს.

ნინო ბეჟანიშვილმა ბინაში სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ერთ თვეშიც ზოგიერთი მასალა გაუძვირდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია