"როდესაც ვხედავ, რა ინფორმაცია ამოდის "ნიუსფიდზე", გული მისკდება" - გასაჭირი, რომელიც Facebook-ელებს აერთიანებს

"როდესაც ვხედავ, რა ინფორმაცია ამოდის "ნიუსფიდზე", გული მისკდება" - გასაჭირი, რომელიც Facebook-ელებს აერთიანებს

უკვე დიდი ხანია, "ფეისბუქზე", ჩვენს ნიუსფიდში მხოლოდ ის ინფორმაცია აღარ მოდის, რომლის ნახვაც ჩვენ გვსურს. სხვადასხვა ჰაკერული მეთოდებით, ზოგიერთი ჩვენგანი, ჩვენი სურვილის საპირისპიროდ უკვე ასობით ჯგუფშია გაწევრიანებული, საიდანაც დღის განმავლობაში უამრავ შემაწუხებელ, ზოგ შემთხვევაში უხამს, ბევრჯერ კი გამოგონილ და არასანდო ინფორმაციას ვღებულობთ.

იმის გამო, რომ ზემოთ აღნიშნული ჯგუფების რაოდენობა ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო იზრდება, "ფეისბუქელების" მოთმინებაც ამოიწურა და სულ უფრო ხშირად შეხვდებით სტატუსებს, რომლებშიც "ფეისბუქელები" უკმაყოფილებას გამოთქვავენ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა შემაწუხებელ ჯგუფებში გაწევრიანების გამო. რამდენიმე მათგანმა AMBEBI.GE-ს ფეისბუქ-გვერდზეც მოგვწერა.

ზურა ბეჟანიშვილი: გწერთ, რომ გამოაქვეყნოთ ინსტრუქცია, როგორ დავაღწიოთ თავი ათას სულელურ ჯგუფს. რაღაც პერიოდში სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე ძალიან შემაწუხებელია. მე ინგლისური კარგად ვიცი და დავქექე ინსტრუქციები და დავიხსენი თავი, მაგრამ ამით პრობლემა არ მთავრდება, დატოვებ ძველ ჯგუფებს - ახალში დაგამატებენ, და ეს გრძელდება გაუთავებლად...

ზოგიერთი მომხმარებელი ჩვენთან საუბარში წუხს იმის გამო, რომ ასეთი ჯგუფების აქტივობებისგან საკუთარ თავს კი იცავს, მაგრამ ვერ იცავს მოზარდებს, რომლებიც ჯგუფებისგან ხშირ შემთხვევაში უხამს ინფორმაციას იღებენ.

სალომე აბესაძე: ორი შვილი მყავს, 13 და 15 წლის. ორივე მათგანი "ფეისბუქის" წევრია. როდესაც ვხედავ, რა ინფორმაცია ამოდის მათ "ნიუსფიდზე", გული მისკდება. "სულელურს" კი ვეძახით ამ ჯგუფებს, მაგრამ სულელურის გარდა საზიანოც არის. სულ არ მინდა ჩემი შვილები ისეთი დაბალი დონის ჯგუფების გარემოში მოხვდნენ, სადაც უხამს და ტვინის დამაჩლუნგებელ "ერთი გული დაუწერეთ, გთხოოოოვთ" ტიპის ფოტოებს აშეარებენ. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვებისთვის ნორმალური გარემო ვუზრუბველყო და არ მინდა, ვირტუალურ სამყაროში დაზარალდნენ. ბავშვებს სჭირდებათ ფეისბუქი, რადგან კლასელებთან ჯგუფური მუშაობისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, როგორ გავხადო ჩემი და ჩემი შვილების პროფილები უფრო უსაფრთხო, გთხოვთ გამოაქვეყნოთ სტატია.

სინამდვილეში "ფეისბუქს" აქვს ბერკეტები, რომ მომხმარებელის ანგარიში უფრო უსაფრთხოც იყოს და დაცულიც ჯგუფებისგან, რომელში გაწევრიანებაც არ გვსურს. იხილეთ ვიდეო-ინსტრუქცია, როგორ დააღწიოთ თავი შემაწუხებელ ფეისბუქ-ჯგუფებს.

იხილეთ ვიდეო| ფეისბუქის "შავი ჭირი", ანუ როგორ უნდა "დაიხსნათ" თავი უსარგებლო ჯგუფებიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია