"ქალები რომ ნახოთ, შეიძლება შეგეშინდეთ... მამაკაცების დიდი ნაწილი მამათმავალია..." - რას ჰყვება ქართველი ავღანეთში ცხოვრების შემდეგ

"ქალები რომ ნახოთ, შეიძლება შეგეშინდეთ... მამაკაცების დიდი ნაწილი მამათმავალია..." - რას ჰყვება ქართველი ავღანეთში ცხოვრების შემდეგ

რამდენიმე დღის წინ შევხვდი ადამიანს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო გარკვეული პერიოდი ავღანეთში იმსახურა. ისეთ საოცრებებს ჰყვებოდა იმაზე, თუ როგორია სინამდვილეში შიგნიდან დანახული ეს მუსლიმანური ქვეყანა, რომელიც რა ხანია, ზესახელმწიფოებმა ნამდვილ საომარ ველად აქციეს, გადავწყვიტე, რომ ამის მოსმენა სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ეს ხომ შეულამაზებელი სინამდვილეა...

- რა შეგიძლიათ გვიამბოთ ავღანეთზე, ქვეყანაზე, რომლის შესახებაც ხშირად წერენ, ძირითადად იქ მოხვედრილი უცხოელი ჟურნალისტები. მაგალითად, ვიცით, რომ ჰეროინით არიან გაბრუებული ბავშვობიდან, განათლების დაბალი დონეა...

- მე რასაც ვხედავდი ამ წლების განმავლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ თავად ავღანელების სიცოცხლის საშუალო ასაკი დაახლოებით 45 წელია. 35-36 წლის ქალები რომ ნახოთ, შეიძლება შეგეშინდეთ - ჯაფისგან არიან დაბერებულები, დანაოჭებულები. მოგეხსენებათ, იქ წყალი არ მოიპოვება, მხოლოდ ქიმიური ხსნარებით დამუშავებული სითხე მიეწოდებათ და ფაქტობრივად, თავის მოვლის საშუალებებზე, ვიზუალზე, ჰიგიენაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რაღაც ცხოველური ცხიმებით, ქონით იმუშავებენ სხეულს. მამაკაცებიც ასე არიან, საშინლად გამოიყურებიან. თუმცა მინდა გითხრათ, რაც შევნიშნე და რამაც გამაოცა, ყველა ავღანელს, ვინც მე მინახავს, და ცოტა არ მინახავს, ჰქონდა გადასარევი კბილები და თმა.

რაც შეეხება ნარკოტიკს, ბევრმა იცის, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა, ყველას აქვს ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობის ჯიბით ტარების და ასევე მოყვანის უფლება. თუ დაკვირვებული ხართ, იქ ტერორისტული აქტებიც ხშირად უკავშირდება სწორედ ჰეროინის მოსავლის აღებას... მათ აქვთ უფლება, დაიტოვონ სახლში, რომ მთელი წელი მოიხმარონ. მუდმივად არიან ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ეს უცვლით საჭმელს, სასმელს, გართობას და ზოგადად ცხოვრებას. იმას, რაც არ აქვთ რეალურად.

- ქალებზე რას იტყვით?

- ეს ძალიან მძიმე თემაა. ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც 38 წლის იყო, ჰყავდა 5 შვილი და იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი მრავალსულიანი გახლდათ, იძულებული იყო სტერეოტიპები დაემსხვრია და გასულიყო სამუშაოდ მამაკაცებთან ერთად სასადილოში, რათა ეზრუნა საკუთარი შვილების განათლებასა და აღზრდაზე. ეს წარმოუდგენელი ფაქტი იყო, იქ არ შეიძლება ქალი სადმე მუშაობდეს, სახლის გარეთ და მით უმეტეს იქ, სადაც მამაკაცების გარემოცვაა. ცოტა სასაუბრო ენა ვისწავლე, მან ცოტა ფრანგული იცოდა და ვსაუბრობდით ხოლმე. საშინელ რამეებს მიყვებოდა. მიდგომაა ზოგადად საშინელი. ქალს უყურებენ, როგორც მხოლოდ გამრავლების საშუალებას. მამაკაცების დიდი ნაწილი მამათმავალია, სიყვარულზე ლაპარაკობენ მამაკაცებთან მიმართებაში, ქალი კი მათთვის გამრავლების საშუალებაა. შეიძლება, ძალიან ლამაზ ქალში კაცმა გადაიხადოს 20 ცხვარი და რადგან მისი (ქალის) ღირებულება შეადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხას, ქალი ვალდებულია, თავისი შრომით გამოისყიდოს მასში გადახდილი საფასური.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ