ვინ არის სურამელი მამაკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 100 000 ნახვა 2 დღეში!

ვინ არის სურამელი მამაკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 100 000 ნახვა 2 დღეში!

ვიდეოს - "ვასასის პირდაპირი ჩართვა ხაშურიდან", რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა, 2 დღეში 100 000-მდე ნახვა აქვს. ვიდეოს ავტორი 31 წლის სურამელი ვასო გრიგალაშვილია. მისი 40 წამიანი ვიდეოს შინაარსი ათობით ათასმა მომხმარებელმა ზეპირად იცის, თუმცა ვიდეოს ავტორს ცოტა თუ იცნობს. ამ სტატიაში ბოლო პერიოდის ყველაზე "ვირუსული ვიდეოს" ავტორს გაგაცნობთ.

- სურამიდან მოვდიოდი თბილისში, გზაში რატომღაც დამებადა იდეა, რომ ეს გადამეღო. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და გადავიღე ის, რაც ყველამ ნახა. სხვათა შორის, ბევრმა დაწერა, როგორ შეიძლება წყალდიდობის თემაზე ასეთი ლაპარაკიო. ჯერ ერთი, რომ როცა ამ ვიდეოს ვიღებდი, მაგ დროს წყალდიდობა არ იყო, უბრალოდ, მაგრად წვიმდა, მეორეც, ვფიქრობ, იუმორის დრო ყოველთვისაა. დარწმუნებული ვარ, რომ არა ქართველების იუმორი, აქამდე სკვითებივით ვიქნებოდით გადაშენებული.

- მაშინვე გადაწყვიტე რომ აგეტვირთა?

- "video vision" არის ასეთი გვერდი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის შექმნილი იყო. ამ გვერდის ერთ-ერთი ადმინი მეც ვარ და გადავწყვიტე, იქ ამეტვირთა ეს ვიდეო. დაახლოებით 15 წუთში იმდენი ნახვა და გაზიარება ჰქონდა, რამდენიც "ლეიბორისტულ პარტიას" დაარსების დღიდან დღემდე არ ჰქონია. მერე ამ გვერდიდან სხვადასხვა გვერდებმა გააზიარეს და მგონი საერთო ჯამში 100 000-მდე ნახვა დაუგროვდა, რაც საქართველოში, თან 2 დღეში, ცოტა ნამდვილად არაა, გულწრფელად ვთქვა, მიხარია, რომ ჩემს ვიდეოს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა.

- ელოდი ასეთ გამოხმაურებას?

- სიმართლე რომ ვთქვა, ამის ნახევარსაც არ ველოდი. როგორც ჩანს, ხალხს გულწრფელობა მოეწონა და იმიტომაც გავრცელდა. სხვათა შორის, არ მეგონა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააზიარა. მაგალითად, კობა სუბელიანმა პრემიერის გვერდზე გააზიარა და დააკომენტარა - აუცილებლად უნდა ჩააკითხოთ ამ კაცს ხაშურშიო. ჰოდა, ახლა ვართ პრემიერის ლოდინის რეჟიმში.

- სხვა დროს თუ აპირებ ვიდეო-მიმართვების გავრცელებას?

- კი, კი აუცილებლად. სამომავლოდ პრეზიდენტს დავპატიჟებთ სურამ-ხაშურში. ჩამოვიდნენ, ნახონ რამხელა განძი აქვს საქართველოს. ვგეგმავთ გლობალურ მიმართვებსაც და საქართველოში მოვიწვევთ ბარაკ ობამას. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს და ვნახოთ, იმედია გამოგვივა.

- ვასო, რამდენადაც ვიცი არსებობს სამსახური, სადაც მუშაობა შენი დიდი სურვილია.

- ბავშვობიდან ვთამაშობდი მან-სან-კანს, მერე სცენარებს ვწერდი ხოლმე. მოკლედ, სულ იუმორის სამყაროში ვტრიალებ და ძალიან მინდა რომელიმე იუმორისტული შოუს სცენარისტობა. იმედია, ეს ოცნება ამისრულდება.

იხილეთ ვიდეო

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია