ჯონა ლომუ – ლეგენდები არ კვდებიან

ჯონა ლომუ – ლეგენდები არ კვდებიან

ლეგენდები არ კვდებიან, ისინი უბრალოდ მიდიან, მაგრამ სამუდამოდ რჩებიან ჩვენში. დღეს ერთი ლეგენდა, გახდა წარსულის საკუთრება – მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავი ჯონა ლომუ გარდაიცვალა. 1999 წლის რაგბის მსოფლიო თასი იყო პირველი მასშტაბური ფორუმი რასაც ვუყურე, იმის მერე ძალიან დიდხანს მხოლოდ სამი რამე ვიცოდი რაგბის შესახებ: რაგბში იყო ოვალური ბურთი, ლელო იყო 5 ქულა და ლომუ. თავიდან მისი დანახვისას შემეშინდა კიდეც, მერე ერთგვარი რიდით ვუყურებდი და ბოლოს შემიყვარდა. გენია იყო, რომლის მსგავსები იშვიათად იბადებიან. სიცარიელე რომელიც მისი გარდაცვალებით დარჩა,ძალიან დიდიხანს იქნება, სხვამაც შეიძლება დადოს 15 ლელო მსოფლიო თასზე, ისე გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი, რომ ოდნავი პრობლემაც ვერავინ შეუქმნას, ვიღაც შეძლებს მარტომ მოაგებინოს გუნდს, მაგრამ ლომუ ვერავინ და ვერასოდეს გახდება.

ლომუ ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერი იყო, თუმცა ის არ ეკუთვნოდა ზელანდიას, ის ყველასი იყო ვისაც რაგბი უყვარს და ასეც დარჩება. ბევრი მსოფლიო თასი ჩატარდება და ყველა წარმატებულ მორაგბეს ლომუს შეადარებენ, ის დარჩება რაგბის ეტალონად რომელთან მიღწევაც იქნება მორაგბეების უპირველესი მიზანი. ლომუმ რაგბის თამაშის თამასა ძალიან მაღლა ასწია, მან თამაშის გარკვეული სტანდარტი დაამკვიდრა, რომელსაც ნებსით, თუ უნებლიედ ყველა მორაგბე ბაძავს.

ლომუს მთელი კარიერის მანძილზე ეცვა ზელანდიელთა შავი კვართი, დღეს კი მის საპატივსაცემოდ სარაგბო სამყარო შეიმოსება შავი ფერით. ეს არ იქნება რუტინა და არც ნაძალადევად გაკეთებული ქმედებდა, ეს იქნება მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ლომუს თამაშით მიგვიღია.

ჯონა ლომუს დაღუპვის ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა, როგორც ამბობენ ბოლო 10 წელი დიალიზზე იყო. 2004 წელს 1 თირკმელი გადაუნერგეს... დონორი მისი ერთ-ერთი ფანი იყო. რთულია გულშემატკივარს ისე შეაყვარო თავი, რომ შენს გამო საკუთარი ჯანმრთელობა გაწიროს, მაგრამ ლომუმ ეს შეძლო.

მისი სანაკრებო დებიუტი 1994 წელს შედგა, როდესაც ის იყო 19 წლის, მოგეხსენებათ ახალ ზელანდიაში რაგბი რა სიმაღლეზე დგას და 19 წლის მოთამაშის All black-სის რიგებში მოხვედრა წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა კარიერა ძალიან ცოტა ხანს, 9 წელს გაგრძელდა, მიზეზი – თირკმელის დაავადება. გამოჩენისთანავე მასზე ნადირობა დაიწყეს. უნდოდათ დიდი ფულის სანაცვლოდ ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში გადაებირებინათ, იყო მცდელობა ინგლისის პრემიერლიგაში გადაეყვანათ მაგრამ ჯონა ლომუ თავისი ნაკრების ერთგული დარჩა და ამით ყველამ მოიგო, უპირველეს ყოვლისა რაგბის მოყვარულებმა როცა ლომუ გამოჩნდა, მაშინ რაგბი ნელ–ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა რაგბის პოპულარობა. ის იყო რაგბის პირველი ვარსკვლავი, რომელმაც მასებამდე მიაღწია.

1 თვის წინ, ზელანდია მსოფლიოს თასის მოგებას ზეიმობდა, მათთან იყო ლომუც, მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე რომ 1 თვეში ძალიან დიდი სიცოცხლე დასრულდებოდა.

მსოფლიო რაგბში ეპოქა სახელად ჯოან ლომუ დასრულდა, იწყება ახალი, იმედია უფრო დიდი, რომლის უკანაც ისევ ლომუ იდგება.

Goodbye champion!

იხილეთ ჯონა ლომუს განუმეორებელი ლელეოების ვიდეო

იხილეთ ვიდეო

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია