2016 წლის მოდური ტრენდები ინტერიერის დიზაინში - რა ფერის ავეჯია მოდაში საზღვარგარეთ და საქართველოში

2016 წლის მოდური ტრენდები ინტერიერის დიზაინში - რა ფერის ავეჯია მოდაში საზღვარგარეთ და საქართველოში

ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით, სახლში ავეჯის ფერი და დიზაინი მინიმუმამდეა შემცირებული.

წარსულს ჩაბარდა მისაღები ოთახისა თუ საძინებლის გიგანტური და მასიური ავეჯი და ისინი შესაბამისად, უფრო კომფორტულმა და სადა ავეჯმა ჩაანაცვლა, რომელიც მრავალფუნქციური დეტალებითა და სათავსოებითაა გამდიდრებული.

მაშ ასე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ბინა 2016 წელს, თუკი პრეტენზია გაქვთ, რომ სახლი გემოვნებით გაქვთ მოწყობილი? გთავაზობთ ქართველი და უცხოელი ექსპერტების რჩევებს. ქართულ ტენდენციებზე სასაუბროდ "ემბავუდ ჯორჯიას" წარმომადგენელს, დიზაინერ დიმიტრი გრაჩევს დავუკავშირდით.

ტენდენცია N1- ფუნქციონალური ავეჯი

უცხოელი სპეციალისტების რჩევა: თანამედროვე ინტერიერში ნაკლებად ფუნქციური ან ოჯახური რელიქვიები მეორეხარისხოვანი ხდება. ყველა ნივთი და მათ შორის, ავეჯიც, მხოლოდ და მხოლოდ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მას ყოველდღიურად და აქტიურად იყენებდეთ. დეკორის ფუნქციას ამ შემთხვევაში თავად ავეჯი უნდა ასრულებდეს თავისი დახვეწილი ფერითა და ფორმით. შესაბამისად, სახლის მოწყობისას დამატებითი აქსესუარები საჭირო არ უნდა იყოს.

დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: ეს ტენდენცია საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს დიდი სახლი და სივრცის შეგრძნება საერთოდ იკარგება. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ავეჯი მაქსიმალურად ფუნქციონალური უნდა იყოს. სხვათა შორის, "ემბავუდი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ავეჯის მხოლოდ ის ნაწილი იყიდოთ, რომელიც გჭირდებათ - მაგალითად, მხოლოდ 2 სავარძელი, კარადის რომელიმე სექცია... ასე ბევრად მარტივია, თქვენს ბინაში ავეჯით მაქსიმალური კომფორტი შექმნათ.

ტენდენცია N2 - მინიმალიზმი საძინებელში

უცხოელი სპეციალისტების რჩევა: თანამედროვე ადამიანებს დაჩქარებულ რეჟიმში ცხოვრება უწევთ, ამიტომ შინ მისულმა თავი ძალიან კომფორტულად უნდა იგრძნოს. ადამიანი ყველაზე უკეთ ისვენებს საძინებელში. ახალი ტენდენციებით, საძინებელი არ უნდა იყოს ავეჯით გადატვირთული. ეცადეთ შეინარჩუნოთ სივრცის შეგრძნება და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ავეჯის ფერს. მიუხედავად ყველაფრისა, სადა და ერთ ფერში გადაწყვეტილი ავეჯი, გარდა იმისა, რომ გამშვიდებთ, ამასთან, ძალიან მოდურია.

დიმიტრი გრაჩევი გვირჩევს: აბსოლუტურად ვეთანხმები აზრს, რომ საძინებელში მინიმალიზმია საჭირო, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საძინებლები არცთუ ისე დიდი ზომისაა. ამიტომაც ჩვენი კომპანია აწარმოებს საწოლებს, რომლის სიგანე 1.60 სმ-ია. ასევე ძალიან მოთხოვნადია კუპე-კარადები, რომლის კარიც გორგოლაჭებით იღება. ეს კი თავისთავად სივრცის მოგების საშუალებას გაძლევთ. აღსანიშნავია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საძინებელში მატრასის ხარისხს. ამიტომ მისი ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ის იყოს ორთოპედიული ან ანატომიური (მატრასი, რომელიც ძილის დროს ადამიანის ფორმებს იმეორებს). არ გირჩევთ საძინებელში მკვერთი ფერების გამოყენებას. იქ სიმშვიდისთვის შედიხართ და ყველაფერი სადა უნდა იყოს. ახალი ტენდენციებით, ძალიან პოპულარულია თეთრი საძინებლის ავეჯი, რომელსაც თუ სწორად შეურჩევთ თეთრეულის ფერს, ძალიან ლამაზი იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია