"ბარსელონა" შეუჩერებელია- "რეალის" შემდეგ "რომა" 6:1 გაანადგურეს

"ბარსელონა" შეუჩერებელია- "რეალის" შემდეგ "რომა" 6:1 გაანადგურეს

სამკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. ამჯერად მეხუთე ტურის მატჩის მთავარი შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა. 24 ნოემბერს, ერთმანეთს "ბარსელონა" და "რომა" დაუპირისპირდნენ.

ფაქტია, "რეალის" განადგურების შემდეგ "ბარსელონა" გვირგვინის მოხსნას არ აპირებს. ორთვიანი პაუზის შემდეგ "ბარსელონას" ფორვარდმა ლეო მესიმ "რომას" ულამაზესი კომბინაციის შედეგად გოლი გაუტანა. სუარესი  მიმდინარე სეზონზე შეუდარებელ ფორმაშია და "რეალის" შემდეგ "რომასთან" პირველი ტაიმიც დუბლით დაასრულა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "რომამ" რამდენჯერმე შექმნა სახიფათო მომენტი მასპინძლების კართან. დაინიშნა პენალტი ბარსელონას კარში, თუმცა ეს უკანასკნელიც  ბარსელონას მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, ანგარიში 1:6 ბარსელონას სასარგებლოდ ბოლო დამატებულ ერთ წუთზე ჯეკოს გატანილი საიმიჯო გოლით დასრულდა: "ბარსელონა" -(სუარესი-2) (მესი-2) (პიკე-1) (ადრიანო-1)

"რომა"- (ჯეკო-1)

შემადგენლობები:

"ბარსელონა" (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე, ვერმაელენი, ალბა; ბუსკეტსი, სერხი რობერტო, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

"რომა" (4-1-4-1): შჩესნი; მაიკონი, რუდიჯერი, მანოლასი, დინიე; დე როსი; ფლორენცი, ნაინგოლანი, პიანიჩი, იაგო ფალკე; ჯეკო

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია