"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

სპორტული გამოცემა Sportall.ge საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასა და თანხების განკარგვაზე ინფორმაციას სწავლობს. ამჯერად გამოცემამ, ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ, ქობულეთის "შუქურას" ფინანსები მოიკითხა.

* * *

საფეხბურთო კლუბ ქობულეთის "შუქურას" მიმდინარე სეზონის სახელფასო ფონდი 877 ათას 625 ლარს შეადგენს. აგვისტოდან დღემდე, გუნდმა უკვე 537 ათას 665 ლარი აითვისა. ქობულეთური კლუბი ყოველთვიურად ხელფასებში 124 ათას 875 ლარს გასცემს (ამაში არ შედის საშემოსავლო გადასახადი). ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

როგორც კლუბისა და მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, "შუქურას" კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ხელფასი 750 ლარს შეადგენს, ყველაზე მაღალი ხელფასი კი გუნდში 5 ათას 400 ლარია, რომელიც ერთ-ერთი ფეხბურთელის ხელზე ასაღებ თანხას შეადგენს. გამოთხოვილ დოკუმენტებში ფეხბურთელთა ვინაობა დასახელებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, რომელი ფეხბურთელი იღებს ყველაზე დიდ ხელფასს, თუმცა გაზეთმა "ბათუმელებმა" გაარკვია, რომ თურმე გუნდში ყველაზე დიდი ხელფასი თორნიკე თარხნიშვილს აქვს. ოქტომბერში მას ხუთი თვის ხელფასი, საერთო ჯამში 27 000 ლარი ჩაერიცხა (თვეში 5 400 ლარი).

გამოცემის ცნობით, გიორგი ჩელებაძეს, რომელიც კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ვაჟია, ხელფასი 4500 ლარი აქვს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, თეიმურაზ შალამბერიძეს მუშაობისთვის ყოველთვიურად 5 000 ლარს უხდიან, მის თანაშემწეს კი - 1000 ლარს.

ცნობისთვის, საქართველოში მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი ოფიციალურად 5000 ლარით განისაზღვრება...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია